თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. 61 წლის ქეთევან ქათამაძე ანტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სავარაუდოდ მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა შესაბამის სამსახურებს მიმართეს.
სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ, იქ კი ნახევრადშიშველი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. მოკლული ქალბატონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ანტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა.
თურქეთში საქართველოს საკონსულო უკვე დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოკლულის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.