Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემთან ვიღაც ბიჭი მოიყვანა სოფლიდან, მითხრა გათხოვება მინდაო“ - ვაშალომიძის მამინაცვალი

© photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამუნა ვაშალომიძე
თამუნა ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელ თამო ვაშალომიძის მამინაცვალი მის შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებს

მუსიკოსი კაკო ვაშალომიძე იხსენებს, როგორ მიუყვანა სახლში მისმა გერმა - ცნობილმა მოდელმა თამო ვაშალომიძემ სასიძო.

მუსიკოსმა ტელეკომპანია Rustavi 2 -ის თოქ-შოუ „პროფილში“ განაცხადა, რომ წინააღმდეგი იყო, მოდელს სკოლის დაუმთავრებლად შეექმნა ოჯახი.

„ჯერ სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული, როცა ჩემთან ვიღაც ბიჭი მოიყვანა სოფლიდან, მითხრა გათხოვება მინდაო“, -  ამბობს თამო ვაშალომიძის მამინაცვალი.

თამო ვაშალომიძე სითამამით გამორჩეული ქართველი ფოტომოდელია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბავშვი გააჩინა, მაგრამ მალევე იდეალურ ფორმაში ჩადგა და სხეულის დემონსტრირებას თამამი პოზებით არ ერიდება. სანამ ბავშვს გააჩენდა, მოდელი თამო ვაშალომიძე დაინიშნა.

მისი რჩეული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი იყო, რომელთან ურთიერთობაც, მოდელის თქმით სამ წელს ითვლიდა, თუმცა ყველასგან მოულოდნელად, ქორწინება ჩაიშალა, რადგან მოდელმა განაცხადა, რომ მისი საქმრო ცოლიანი აღმოჩნდა. 

ყველა ახალი ამბავი
0