სვანეთის მთებში ფრანგი და გერმანელი ტურისტები გადაარჩინეს

© Sputnik / STRINGERსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაშქრობის მოყვარულები მთებში ჩარჩნენ, რადგან საფრანგეთიდან ჩამოსულმა გოგონამ ფეხის ტრავმა მიიღო

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მაშველების ჯგუფი დაეხმარა უცხოელ ტურისტებს, რომლებიც სოფელ ხალდესთან მთიდან ჩამოსვლა ვერ შეძლეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ტურისტთა ოთხკაციანი ჯგუფი - ერთი საფრანგეთიდან და სამი გერმანიიდან - ვერ ჩამოვიდა მთიდან, რადგან ერთ-ერთს ფეხი დაუზიანდა.

ფრანგ ტურისტს ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. დანარჩენი სამი გერმანელი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

ყველა ახალი ამბავი
0