„სასწაულები ხდება“: რა ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა ოთო ნემსაძეს უცნობმა ადამიანმა

გამოწერა
მომღერალი თავის ახალ მეგობარსა და მის ოჯახს შესანიშნავი საჩუქრისთვის დიდ მადლობას უხდის.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ქართველმა მომღერალმა, საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია 2019“-ის მონაწილემ ოთო ნემსაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა პოსტი იმის შესახებ, რომ მისთვის უცნობმა ადამიანმა მას ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა.

ნემსაძე წერს, რომ ახლაც არ სჯერა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდება.

„დიახ ,მეგობრებო, ეს ის ბათუმის სახლია, სრულიად უცხო ადამიანმა და უკევე ჩემმა უძვირფასესმა მეგობარმა, ბატონ რამაზ მსახურაძემ რომ მაჩუქა“, - წერს არტისტი.

მომღერალი თავის ახალ მეგობარსა და მის ოჯახს შესანიშნავი საჩუქრისთვის დიდ მადლობას უხდის. მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ რემონტი უკვე დაწყებულია და სულ მალე დასრულდება.

ოთო ნემსაძე - Sputnik საქართველო
ოთო ნემსაძე: აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავი ევროვიზიისთვის

„პ.პ.ს. სასწაულები ნამდვილად ხდება. მალე გნახავ, ბათუმო“, - დასასრულს წერს ნემსაძე.

ოთო ნემსაძე წელს იღებდა მონაწილეობას „ევროვიზიის“ კონკურსში. კონკურსის პირველ ნახევარფინალში ის მე-11 ნომრად გამოვიდა და სიმღერა „სულ წინ იარე" შეასრულა, თუმცა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა. 2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – „ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ ჩაწერა სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა".

ყველა ახალი ამბავი
0