Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვარი დაიწერეს - ცერემონიის ვიდეო

© Instagram / kakhakaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯვრისწერამდე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ კახა კალაძის და ანუკი არეშიძის უმცროსი შვილები მონათლა

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვარი დაიწერეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯვრისწერამდე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ კახა კალაძის და ანუკი არეშიძის უმცროსი შვილები მონათლა.

ჯერჯერობით ჯვრისწერის სხვა დეტალები უცნობია. ასევე უცნობია, სად გაიმართა ცერემონია და ვინ იყვნენ მიწვეული სტუმრები.

ანუკი არეშიძე: თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ბევრი შვილი გააჩინეთ >>

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილ მოდელზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზეა დაქორწინებული. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 11 წლის ლევანი, 6 წლის კახაბერი და 4 წლის ვაჩე.

 

ყველა ახალი ამბავი
0