ბათუმში ქალთა ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

© FB / Zurab Pataradzeქალთა ბიზნეს-ფორუმი აჭარაში
ქალთა ბიზნეს-ფორუმი აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმის მიზანია ბიზნესკომპანიებში ქალთა გაძლიერება და წარმატებული ქალი მეწარმეების ისტორიების წარმოჩენა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ რიგით მესამე ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს გამართავენ, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წელს ღონისძიება იმართება სლოგანით - „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“.

ფორუმი 15-16 ივნისს, ბათუმში გაიმართება. მისი მიზანია  ბიზნესკომპანიებში ქალთა გაძლიერება და წარმატებული ქალი მეწარმეების ისტორიების წარმოჩენა.

როცა ურთიერთობაში მესამე დგება... - Sputnik საქართველო
ირღვევა თუ არა საქართველოში ქალთა უფლებები: გამოკითხვის შედეგები

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე გახსნიან.

ღონისძიების მიმდინარეობისას წარდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ.

ამას გარდა, მათ საშუალება ექნებათ, დაესწრონ აქტივობებს, რომლებიც სასტუმრო „ჰილტონსა“ და ბათუმის ცენტრალურ პარკში გაიმართება.

ფორუმზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0