დანგრეული სახლები, მტაცებლები ქუჩებში და დატბორილი ქალაქი – თბილისის წყალდიდობის ფოტოები

გამოწერა
ის საშინელი ღამე დიდხანს ემახსოვრებათ თბილისელებს. 13 ივნისს, გვიან ღამით ძლიერი წვიმისა და ქალაქთან ახლოს მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და თბილისის ცენტრი დატბორა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში წყალდიდობის შედეგად გამოწვეული ნგრევის სურათები

ის საშინელი ღამე დიდხანს ემახსოვრებათ თბილისელებს. 13 ივნისს, გვიან ღამით ძლიერი წვიმისა და ქალაქთან ახლოს მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და თბილისის ცენტრი დატბორა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში წყალდიდობის შედეგად გამოწვეული ნგრევის სურათები.

თავიდან წყალმა სვანიძის ქუჩას გადაუარა და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დაანგრია. ბევრი ცხოველი დაიღუპა, მათ შორის დათვებიც. შემდეგ წყლის ნაკადი, ადგილობრივთა სახლების გავლით, ხეობაში დაეშვა და გზად ყველაფერი გაანადგურა.

ახალ შემოვლით გზაზე დაზიანდა ათობით ავტომობილი. ყველა ადამიანმა ვერ შეძლო ადგილის დატოვება, მათი ნაწილი იმ ღამით დაიღუპა. წყლის ნაკადი ამ დროისთვის შეიჭრა ჯერ „მზიურში“, შემდეგ თბილისის ზოოპარკში და მისი ტერიტორია თითქმის მთლიანად დატბორა. ბევრი ცხოველი დაიღუპა, ზოგიერთი მათგანი კი ვოლიერის გარეთ, ქალაქის ქუჩებში აღმოჩნდა.

წყალდიდობის ბოლო წერტილად იქცა გმირთა მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპირო. წყალმა გაანადგურა ინფრასტრუქტურის ბევრი ობიექტი, სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საკომუნიკაციო სისტემები.

წყალდიდობის შედეგად დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი. დაიღუპა 21 ადამიანი, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

© photo: Sputnik / Kakhi Bilanishviliასე გამოიყურებოდა თბილისის ცენტრი წყალდიდობის შემდეგ. ფოტოზე - ვაკე-საბურთალოს შემოვლითი გზა და მზიურის მიმდებარე ტერიტორია
ასე გამოიყურებოდა თბილისის ცენტრი წყალდიდობის შემდეგ. ფოტოზე - ვაკე-საბურთალოს შემოვლითი გზა და მზიურის მიმდებარე ტერიტორია - Sputnik საქართველო
1/31
ასე გამოიყურებოდა თბილისის ცენტრი წყალდიდობის შემდეგ. ფოტოზე - ვაკე-საბურთალოს შემოვლითი გზა და მზიურის მიმდებარე ტერიტორია
© photo: Sputnikწყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის სამხედრო პირებს უხმეს. ფოტოზე - სამხედრო მოსამსახურე უყურებს სტიქიური უბედურების შედეგად დნაგრეულ ზოოპარკს
წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის სამხედრო პირებს უხმეს. ფოტოზე - სამხედრო მოსამსახურე უყურებს სტიქიური უბედურების შედეგად დნაგრეულ ზოოპარკს - Sputnik საქართველო
2/31
წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის სამხედრო პირებს უხმეს. ფოტოზე - სამხედრო მოსამსახურე უყურებს სტიქიური უბედურების შედეგად დნაგრეულ ზოოპარკს
© photo: Sputnikწყალდიდობამ ჯერ ხეობაში და მის მახლობლად მდებარე სახლები დაანგრია
წყალდიდობამ ჯერ ხეობაში და მის მახლობლად მდებარე სახლები დაანგრია - Sputnik საქართველო
3/31
წყალდიდობამ ჯერ ხეობაში და მის მახლობლად მდებარე სახლები დაანგრია
© Sputnik / Alexander Imedashviliსვანიძის ქუჩის მკვიდრები წყალდიდობის მეორე დილას. ამ ქუჩამ პირველმა მიიღო ადიდებული მდინარის დარტყმა
სვანიძის ქუჩის მკვიდრები წყალდიდობის მეორე დილას. ამ ქუჩამ პირველმა მიიღო ადიდებული მდინარის დარტყმა  - Sputnik საქართველო
4/31
სვანიძის ქუჩის მკვიდრები წყალდიდობის მეორე დილას. ამ ქუჩამ პირველმა მიიღო ადიდებული მდინარის დარტყმა
© photo: Sputnik / photo: Sputnik / Kakhi Bilanishviliშემდეგ წყალი ხეობას გაყვა, დატბორა და გაანადგურა საავტომობილო გზა
შემდეგ წყალი ხეობას გაყვა, დატბორა და გაანადგურა საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო
5/31
შემდეგ წყალი ხეობას გაყვა, დატბორა და გაანადგურა საავტომობილო გზა
© photo: Sputnik / Kakhi Bilanishviliწყალს მიქონდა გზაზე მდგომი ავტომობილები
წყალს მიქონდა გზაზე მდგომი ავტომობილები - Sputnik საქართველო
6/31
წყალს მიქონდა გზაზე მდგომი ავტომობილები
© Sputnik / Alexander Imedashviliშემთხვევის ადგილზე ყველამ ვერ მოასწრო ავტომობილის დატოვება. ბევრი მანქანა მაშველებმა მეორე დღეს ამოათრიეს ტალახიდან. ორი ადამიანი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა
შემთხვევის ადგილზე ყველამ ვერ მოასწრო ავტომობილის დატოვება. ბევრი მანქანა მაშველებმა მეორე დღეს ამოათრიეს ტალახიდან. ორი ადამიანი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა - Sputnik საქართველო
7/31
შემთხვევის ადგილზე ყველამ ვერ მოასწრო ავტომობილის დატოვება. ბევრი მანქანა მაშველებმა მეორე დღეს ამოათრიეს ტალახიდან. ორი ადამიანი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა
თბილისის ზოოპარკის ბინადართა ნაწილმა, მათ შორის მტაცებლებმაც, წყალდიდობის დროს შეძლეს ვოლიერების დატოვება და გაქცევა. დანარჩენები ახლოს მდებარე შენობებსა და მანქანებში ეძებდნენ თავშესაფარს, თუმცა დაიღუპნენ
თბილისის ზოოპარკის ბინადართა ნაწილმა, მათ შორის მტაცებლებმაც, წყალდიდობის დროს შეძლეს ვოლიერების დატოვება და გაქცევა. დანარჩენები ახლოს მდებარე შენობებსა და მანქანებში ეძებდნენ თავშესაფარს, თუმცა დაიღუპნენ - Sputnik საქართველო
8/31
თბილისის ზოოპარკის ბინადართა ნაწილმა, მათ შორის მტაცებლებმაც, წყალდიდობის დროს შეძლეს ვოლიერების დატოვება და გაქცევა. დანარჩენები ახლოს მდებარე შენობებსა და მანქანებში ეძებდნენ თავშესაფარს, თუმცა დაიღუპნენ
© Sputnik / Alexander Imedashviliასე გამოიყურებოდა წყალდიდობის შედეგად დანგრეული ზოოპარკი
ასე გამოიყურებოდა წყალდიდობის შედეგად დანგრეული ზოოპარკი - Sputnik საქართველო
9/31
ასე გამოიყურებოდა წყალდიდობის შედეგად დანგრეული ზოოპარკი
© Sputnik / Alexander Imedashviliვოლიერების ნაწილი და დანარჩენი ინფრასტრუქტურა ფაქტიურად მიწასთან გასწორდა
ვოლიერების ნაწილი და დანარჩენი ინფრასტრუქტურა ფაქტიურად მიწასთან გასწორდა - Sputnik საქართველო
10/31
ვოლიერების ნაწილი და დანარჩენი ინფრასტრუქტურა ფაქტიურად მიწასთან გასწორდა
© Sputnik / Alexander Imedashviliსტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა ზოოპარკის ქვედა ზონა, სადაც მტაცებელთა ვოლიერებია განთავსებული
სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა ზოოპარკის ქვედა ზონა, სადაც მტაცებელთა ვოლიერებია განთავსებული - Sputnik საქართველო
11/31
სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა ზოოპარკის ქვედა ზონა, სადაც მტაცებელთა ვოლიერებია განთავსებული
© Sputnik / Alexander Imedashviliამ ზებრას გაუმართლა - წყლის ნაკადი მის ვოლიერამდე არ მისულა
ამ ზებრას გაუმართლა - წყლის ნაკადი მის ვოლიერამდე არ მისულა - Sputnik საქართველო
12/31
ამ ზებრას გაუმართლა - წყლის ნაკადი მის ვოლიერამდე არ მისულა
© photo: Sputnikზოგიერთი ცხოველი, მათ შორის ბეჰემოთი ბეგი, მაშველებმა, ზოოპარკის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა იპოვეს და უკან დააბრუნეს
ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის ბეჰემოთი ბეგი, მაშველებმა, ზოოპარკის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა იპოვეს და უკან დააბრუნეს - Sputnik საქართველო
13/31
ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის ბეჰემოთი ბეგი, მაშველებმა, ზოოპარკის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა იპოვეს და უკან დააბრუნეს
© photo: Sputnikხალხი უყურებს წყალდიდობის შედეგებს. მეორე დილით სწორედ ამ ნანგრევების წყალობით გახდა თვალსაჩინო, თუ რამხელა ტალღამ შმოუტია ქალაქს
ხალხი უყურებს წყალდიდობის შედეგებს. მეორე დილით სწორედ ამ ნანგრევების წყალობით გახდა თვალსაჩინო, თუ რამხელა ტალღამ შმოუტია ქალაქს - Sputnik საქართველო
14/31
ხალხი უყურებს წყალდიდობის შედეგებს. მეორე დილით სწორედ ამ ნანგრევების წყალობით გახდა თვალსაჩინო, თუ რამხელა ტალღამ შმოუტია ქალაქს
© Sputnik / Alexander Imedashviliცხოველებისა დ აადამიანების ნაკვალევი თბილისის ზოოპარკში წყალდიდობის შემდეგ. სტიქიური უბედურების დროს ყველა გადარჩენისათვის იბრძოდა
ცხოველებისა დ აადამიანების ნაკვალევი თბილისის ზოოპარკში წყალდიდობის შემდეგ. სტიქიური უბედურების დროს ყველა გადარჩენისათვის იბრძოდა - Sputnik საქართველო
15/31
ცხოველებისა დ აადამიანების ნაკვალევი თბილისის ზოოპარკში წყალდიდობის შემდეგ. სტიქიური უბედურების დროს ყველა გადარჩენისათვის იბრძოდა
© Sputnik / Alexander Imedashviliდამანგრეველი ტალღის გავლის შემდეგ, მდინარე ვერე კალაპოტში ჩადგა. მოგვიანებით მიიღეს ზომები იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო. კალაპოტი გაამყარეს, ხოლო მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე და საშიშ ზონებში სპეციალური ცხაურები დაამონტაჟეს
დამანგრეველი ტალღის გავლის შემდეგ, მდინარე ვერე კალაპოტში ჩადგა. მოგვიანებით მიიღეს ზომები იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო. კალაპოტი გაამყარეს, ხოლო მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე და საშიშ ზონებში სპეციალური ცხაურები დაამონტაჟეს - Sputnik საქართველო
16/31
დამანგრეველი ტალღის გავლის შემდეგ, მდინარე ვერე კალაპოტში ჩადგა. მოგვიანებით მიიღეს ზომები იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო. კალაპოტი გაამყარეს, ხოლო მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე და საშიშ ზონებში სპეციალური ცხაურები დაამონტაჟეს
© Sputnik / Alexander Imedashviliოდესღაც, წყალდიდობამდე, აქ იყო საბავშვო ქალაქი და ატრაქციონები, თუ,მცა სტიქიამ ეს ადგილი სრულად გაანადგურა
ოდესღაც, წყალდიდობამდე, აქ იყო საბავშვო ქალაქი და ატრაქციონები, თუ,მცა სტიქიამ ეს ადგილი სრულად გაანადგურა - Sputnik საქართველო
17/31
ოდესღაც, წყალდიდობამდე, აქ იყო საბავშვო ქალაქი და ატრაქციონები, თუ,მცა სტიქიამ ეს ადგილი სრულად გაანადგურა
© Sputnik / Alexander Imedashviliვაკე-საბურთალოს ტრასაზე დაუყოვნებლივ დაიწყო გზების გაწმენდითი სამუშაოები
ვაკე-საბურთალოს ტრასაზე დაუყოვნებლივ დაიწყო გზების გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
18/31
ვაკე-საბურთალოს ტრასაზე დაუყოვნებლივ დაიწყო გზების გაწმენდითი სამუშაოები
© Sputnik / Alexander Imedashviliასობით მოხალისემ მიიღო მონაწილეობა ქალაქის ცენტრის დასუფთავებაში. ფოტოზე - მოხალისეები გმირთა მოედანზე მუშაობის დროს
ასობით მოხალისემ მიიღო მონაწილეობა ქალაქის ცენტრის დასუფთავებაში. ფოტოზე - მოხალისეები გმირთა მოედანზე მუშაობის დროს - Sputnik საქართველო
19/31
ასობით მოხალისემ მიიღო მონაწილეობა ქალაქის ცენტრის დასუფთავებაში. ფოტოზე - მოხალისეები გმირთა მოედანზე მუშაობის დროს
© photo: Sputnik / Kakhi Bilanishviliწყალდიდობის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა მზიურის მახლობლად
წყალდიდობის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა მზიურის მახლობლად - Sputnik საქართველო
20/31
წყალდიდობის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა მზიურის მახლობლად
© Sputnik / Alexander Imedashviliწყლის ნაკადს დიდი რაოდენობით ნაგავი, ტალახი და მტვერი მოყვა
წყლის ნაკადს დიდი რაოდენობით ნაგავი, ტალახი და მტვერი მოყვა - Sputnik საქართველო
21/31
წყლის ნაკადს დიდი რაოდენობით ნაგავი, ტალახი და მტვერი მოყვა
© photo: Sputnik / Kakhi Bilanishviliდღეს ამ ადგილის ცნობა რთულია. აქ ახლა ყველაფერი აღდგენილია, გამოჩნდა ახალი საცხოვრებელი სახლებიც
დღეს ამ ადგილის ცნობა რთულია. აქ ახლა ყველაფერი აღდგენილია, გამოჩნდა ახალი საცხოვრებელი სახლებიც - Sputnik საქართველო
22/31
დღეს ამ ადგილის ცნობა რთულია. აქ ახლა ყველაფერი აღდგენილია, გამოჩნდა ახალი საცხოვრებელი სახლებიც
© Sputnik / Alexander Imedashviliასე გამოიყურებოდა ვაკე-საბურთალოს გზის ნაწილი გმირთა მოედანთან
ასე გამოიყურებოდა ვაკე-საბურთალოს გზის ნაწილი გმირთა მოედანთან - Sputnik საქართველო
23/31
ასე გამოიყურებოდა ვაკე-საბურთალოს გზის ნაწილი გმირთა მოედანთან
© Sputnik / Alexander Imedashviliმაშველებს ზოოპარკის ტერიტორიიდან გამოაქვთ ავტომობილები, რომლებიც წყალმა წამოიღო
მაშველებს ზოოპარკის ტერიტორიიდან გამოაქვთ ავტომობილები, რომლებიც წყალმა წამოიღო - Sputnik საქართველო
24/31
მაშველებს ზოოპარკის ტერიტორიიდან გამოაქვთ ავტომობილები, რომლებიც წყალმა წამოიღო
© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები იმდენად დაზიანდა, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი იყო. ყველა მანქანა დაზღვეული არ ყოფილა
ავტომობილები იმდენად დაზიანდა, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი იყო. ყველა მანქანა დაზღვეული არ ყოფილა - Sputnik საქართველო
25/31
ავტომობილები იმდენად დაზიანდა, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი იყო. ყველა მანქანა დაზღვეული არ ყოფილა
© Sputnik / Alexander Imedashviliასე გამოიყურებოდა ერთ-ერთი ვოლიერი ზოოპარკში
ასე გამოიყურებოდა ერთ-ერთი ვოლიერი ზოოპარკში - Sputnik საქართველო
26/31
ასე გამოიყურებოდა ერთ-ერთი ვოლიერი ზოოპარკში
© Sputnik / Alexander Imedashviliმოხალისეები ვაკე-საბურთალოს გზაზე წყალდიდობის მეორე დღეს
მოხალისეები ვაკე-საბურთალოს გზაზე წყალდიდობის მეორე დღეს - Sputnik საქართველო
27/31
მოხალისეები ვაკე-საბურთალოს გზაზე წყალდიდობის მეორე დღეს
© Sputnik / Alexander Imedashviliწყალდიდობის შედეგად დატბორილი მიწისქვეშა გადასასვლელი გმირთა მოედანზე
წყალდიდობის შედეგად დატბორილი მიწისქვეშა გადასასვლელი გმირთა მოედანზე - Sputnik საქართველო
28/31
წყალდიდობის შედეგად დატბორილი მიწისქვეშა გადასასვლელი გმირთა მოედანზე
© photo: Sputnikიმედია ამ ავტომობილის მგზავრებმა დროულად შეძლეს წყალდიდობის დროს ადგილის დატოვება
იმედია ამ ავტომობილის მგზავრებმა დროულად შეძლეს წყალდიდობის დროს ადგილის დატოვება - Sputnik საქართველო
29/31
იმედია ამ ავტომობილის მგზავრებმა დროულად შეძლეს წყალდიდობის დროს ადგილის დატოვება
© photo: Sputnikწყალდიდობის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურა, გზის ნაწილი და შენობები ვერეს ხეობაში
წყალდიდობის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურა, გზის ნაწილი და შენობები ვერეს ხეობაში - Sputnik საქართველო
30/31
წყალდიდობის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურა, გზის ნაწილი და შენობები ვერეს ხეობაში
© photo: Sputnikწყალდიდობის შედეგად დაზიანებული თბილისის ზოოპარკის ტერიტორია
წყალდიდობის შედეგად დაზიანებული თბილისის ზოოპარკის ტერიტორია - Sputnik საქართველო
31/31
წყალდიდობის შედეგად დაზიანებული თბილისის ზოოპარკის ტერიტორია
ყველა ახალი ამბავი
0