თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში სალხინოსა და დიდიჭყონში ძლიერმა წვიმამ და და სეტყვამ მოსახლეობას ყანები და ვენახი დაუზიანა.
© Sputnik / Nika Latariaსეტყვა მარტვილის რაიონში
სეტყვა მარტვილის რაიონში
© Sputnik / Nika Lataria
„უეცრად მოვარდნილმა სეტყვამ და წვიმამ ორ სოფელში არსებული ადგილობრივების ნაწილის ყანები და ვენახები დააზიანა. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ამდროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია“, - აცხადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა.
მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები უკვე გასულები არიან ადგილზე და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.