ფარულავა: ეს არის ჩემი საგანძური, რომელსაც წლების შემდეგ აუცილებლად გადავცემ მუზეუმს
„მინდოდა დიდი სივრცე ყოფილიყო. ბოლო ათი წელი პატარა, 60 კვადრატულ ბინაში ვცხოვრობდი. უკვე გაგიჟების პირას ვიდექი. ჩემი აურა და ენერგეტიკა აღარ ეტეოდა იმ სახლში“, ამბობს ფარულავა.
მსახიობის თქმით, მის სახლში ინახება უძველესი ხატები, რომელიც არის ნაქარგობა და შეუქმნია საქართველოს ბოლო მეფის ძიძას, როდამ ფაღავას. ფარულავას განცხადებით, ეს არის მისი საგანძური, რომელსაც წლების შემდეგ აუცილებლად გადასცემს მუზეუმს.