პირველად 30 წლის შემდეგ: ჭიათურის საბავშვო ბაღებში ახალი სათამაშოები შეიტანეს

© Photo: Chiatura Municipality City Hall / FBსათამაშოები ჭიათურის ბაღებში
სათამაშოები ჭიათურის ბაღებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სათამაშოების შესაძენად 74 ათასი ლარი დაიხარჯა.

თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. ჭიათურის რაიონის საბავშვო ბაღებში 30 წლის შემდეგ პირველად ახალი სათამაშოები შეიტანეს, აღნიშნულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ცნობით, ჭიათურის 28 სკოლამდელი დაწესებულებისთვის სხვადასხვა სახის 42 თემატური დასახელების სერტიფიცირებული და მაღალი ხარისხის, ბავშვებისთვის უსაფრთხო სათამაშოების კომპლექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით შეიძინეს.

„აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღებში 30 წელზე მეტია არ მომხდარა სათამაშოების შეძენა და განახლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სათამაშოების შესაძენად 74 ათასი ლარი დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0