Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქართველი სელებრითების სკანდალური განქორწინებები – ვინ რის გამო დაშორდა

© Instagram / photo: salome_chachuaa / instagramსალომე ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალური განქორწინებები, რომლებსაც აქტიურად განიხილავდნენ პრესაში.

გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის რი­ცხვმა სა­გან­გა­შო ნიშ­ნულს მი­აღ­წია – ბოლო 5 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის 46 031 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბია და რე­ა­ლუ­რად მის უკან, შე­საძ­ლოა, ათა­სო­ბით დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხი იყოს, რომ­ლის აღ­რი­ცხვაც ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ­ყოფ­ნის გამო არ ხდე­ბა.

ახალგაზრდა წყვილი - Sputnik საქართველო
ქორწინება და განქორწინება საქართველოში: ბოლო მონაცემები

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, 2017 წელს გან­ქორ­წი­ნე­ბის 10 222 შემ­თხვე­ვა აღირიცხა, მა­შინ, როცა 2013 წელს ეს რი­ცხვი 8 039 იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ქორ­წი­ნე­ბას, ბოლო 5 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლა­ზე ცოტა წყვი­ლი 2017 წელს და­ქორ­წინ­და – 23 684. აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2013 წელს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი იყო – მა­შინ 34 693 წყვილ­მა და­ა­რე­გის­ტრი­რა ქორ­წი­ნე­ბა.

კვალიაშვილი: განქორწინების შემდეგ ურთიერთობაც მქონდა და ერთმანეთის „ლუბოვნიკებიც" ვიყავით >>>

გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი მო­დის.

გთავაზობთ ყველაზე გახმაურებულ განქორწინებებს, რომელიც მასმედიით აქტიურად გაშუქდა.

ყველას ახსოვს მომღერალ ნინი ბადურაშვილის ჯერ უეცარი ქორწინება და მერე მალევე – სკანდალური განქორწინება, რომელზეც პრესა აქტიურად წერდა. ნინი ბადურაშვილის გათხოვებამ სრულიად საქართველო აალაპარაკა, თუმცა რამდენიმე თვეში გავრცელდა ჭორი, რომ მომღერალს ქმართან არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამას ისიც დაემატა, რომ ფეხმძიმე ნინი საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა მაშინ ამბობდა, რომ მსოფლიოში ყველაზე გულისხმიერი ქმარი ჰყავდა. საიდუმლოს ფარდა მისი მეუღლის ირაკლი კუტალაძის სკანდალურმა ინტერვიუმ ახადა.

იგი ცოლს ადანაშაულებდა, თითქოს ნინის მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – კანონიერად გაეჩინა შვილი. 2013 წელს ბადურაშვილისა და კუტალაძის განქორწინებაზე საქართველო დიდი ხანი ლაპარაკობდა.

მოცეკვავე სალომე ჭაჭუასა და მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის წყვილი მათი ერთად ყოფნის პერიოდიდანვე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ისინი ერთმანეთს იცნობენ მიუზიკლიდან „ვერის უბნის მელოდიები“. მათი რომანი სკანდალით დაიწყო – „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას ერთმაც მიატოვა შეყვარებული და მეორემაც.

ურთიერთობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2014 წლის თებერვალში წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. ცხოვრებაც ბედნიერად დაიწყეს.

მანამდე კი გიორგიმ წინასაახალწლოდ ბანკიდან სოლიდური სესხი აიღო, რომ ნუცუბიძის პლატოზე ბინა ეყიდა და საცხოვრებლად სალომესთან ერთად გადავიდა. ბინა ერთობლივად მოაწყვეს. ერთობლივადაც მიჰყავდათ გადაცემა ცეკვის გაკვეთილების შესახებ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და გადაცემაც შეწყდა.

2015 წელს დაშორდნენ ასევე ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და სოდ-ის ყოფილი უფროსი ირაკლი კოდუა. ისინი ერთად 9 წელი ცხოვრობდნენ და ერთი შვილი – საბა კოდუა ჰყავთ. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კოდუა საქართველოდან წავიდა, ნანუკა კი საქართველოში დარჩა, თუმცა ქმართან ხშირად ჩადიოდა.

მასმედიაში მალევე გამოჩნდა ერეკლე კოდუას ახალი შეყვარებული – უკრაინული წარმოშობის გოგონა, რომელიც ახლა უნგრეთში ცხოვრობს და რომელიც კოდუამ დანიშნა კიდეც. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ნანუკას და ერეკლეს ოჯახის დანგრევის მიზეზი, ამბობენ ტაბლოიდები.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ 2009 წელს იქორწინეს. ეს ქორწინება საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში თავიდანვე მოექცა. ქართველმა მონარქისტებმა ქორწილი ისტორიულ მოვლენად შეაფასეს. ორი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი გიორგი შეეძინა.

თუმცა დავითისა და ანას ოჯახურმა თანაცხოვრებამ დიდხანს არ გასტანა და 2013 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ ქართული სამეფო ოჯახი რამდენჯერმე მოექცა ყურადღების ცენტრში. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თანაცხოვრების დროს მათ შორის ხშირად ჰქონდა კონფლიქტურ სიტუაციებს ადგილი.

ფოტომოდელი მი­რან­და შე­ლია, რომელსაც ქართველ „ირინა შეიკად“ მოიხსენიებენ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლი­სა და რუ­მი­ნე­თის პირ­ვე­ლი ლი­გის კლუბ „კლუჟის“ ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას მე­უღ­ლე იყო. 20 წლის იყო, როდესაც სამთვიანი შეყვარებულობის შემდეგ, 2014 წლის ივნისში ჯვარი სამებაში დაიწერეს. წყვილი ორი წელი იყო ერთად. დღეს მიმის ამ ურთიერთობაზე საუბარი არ სურს. ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას მოდელმა აღნიშნა, რომ დაშორების მიზეზი უნდობლობა გახდა.

30 წლის ქეთა თო­ფუ­რი­ას და მისი მოსკოველი ბიზნესმენი მეუღლის ლევ გეიხმანის ოთხწლიანი ურთიერთობა სკანდალური განქორწინებით დამთავრდა. 2017 წელს თოფურია ქმარს რეპერი გუფის გამო დაშორდა. ქეთას ქორწინებიდან 3 წლის შვილი ოლივია გეიხმანი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0