კაჭრეთში ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმამ იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უბედური შემთხვევა სოფელ კაჭრეთში - ელექტროსისტემის თანამშრომელს გამოძახებისას დენმა დაარტყა

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დენის დარტყმის შედეგად „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომელი შოთა მთავარაშვილი დაიღუპა, იუწყება Imedinews.

თევზაობა - Sputnik საქართველო
ტრაგედია კახეთში: 24 წლის მამაკაცს თევზაობისას დენმა დაარტყა

უბედური შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა, იმ დროს, როდესაც 33 წლის შოთა მთავარაშვილი, რომელიც ქვესადგურების ჯგუფის უფროსი იყო, ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა. შემთხვევის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

წუხელ გურჯაანის მუნიციპალიტეტის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც, სავარაუდოდ, ძლიერმა ქარმა და წვიმამ გამოიწვია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შოთა მთავარაშვილი კაჭრეთში სწორედ ამ ავარიის სალიკვიდაციოდ გამოძახეს.

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტროუსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0