ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსმა 2019 წლის ფინალისტები დაასახელა

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoკონკურსის ჟიური
კონკურსის ჟიური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო კონკურსის 2019 წლის ფინალისტთა ჩამონათვალში მსოფლიოს ჩვიდმეტი ქვეყნის წარმომადგენლები შევიდნენ

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსმა 2019 წლის ლაურეატების შორტ–ლისტი გამოაქვეყნა.  

კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ მსოფლიო გამოცემების წამყვანი ფოტოგრაფები და რედაქტორები, საუკეთესო ნამუშევრები ექვსი ათას წარმოდგენილს შორის ამოარჩიეს.

2019 წელს ფოტოკონკურსზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 80 ქვეყნის წარმომადგენლები. შორტ–ლისტში შესული ყველა ნამუშევარი გამორჩეულია ფორმის სიმკვეთრითა და არჩეული თემის სიღრმისეული გააზრებით. 

2019 წლის გამარჯვებულთა შორის 17 ქვეყნის წამომადგენლები შევიდნენ: რუსეთიდან, საფრანგეთიდან,  ფილიპინებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ინდოეთიდან, აშშ–დან, ირანიდან, მექსიკიდან, თურთიდან, სამხრეტ აფრიკის რესპუბლკიკიდან, ბანგლადეშიდან, ჰონკონგიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, ბელარუსიდან და ეგვიპტიდან.

© photo: Hoi Kin Fung / Stenincontestმოგზაურობა გამქრალ ოაზიდებში: შადრევნები ქვის ჯუნგლებში
ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსმა 2019 წლის ფინალისტები დაასახელა - Sputnik საქართველო
მოგზაურობა გამქრალ ოაზიდებში: შადრევნები ქვის ჯუნგლებში

წარმოდგენილი ნამუშევრების რაოდენობით, ფინალში გასულ  ლიდერთა სამეულში, გადაუსწრეს რა ამ კუთხით ესპანეთს, ეგვიპტესა და მექსიკას, შევიდნენ რუსეთი, ირანი და ინდოეთი. 

2019 წლის ნამუშევრების მთავრი თემები გლობალური სოციალური გამოწვევები გახდა. ახალგაზრდა ავტორები, ჟანრებისა და ფორმატების გაერთიანებით, შეეცადნენ შეექმნათ ახალი ვიზუალური ენა. მათი ნამუშევრები პრობლემებს უსვამს ხაზს და წარმოაჩენს მათ მიზეზებს და ასევე შესაძლო შედეგებს ქვეყნისთვის, რეგიონისა და მთლიანად პლანეტისთვის.

© photo: Amit Moulick / Stenincontestშერკინება წითელ-ყვითელ ხალიჩაზე
ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსმა 2019 წლის ფინალისტები დაასახელა - Sputnik საქართველო
შერკინება წითელ-ყვითელ ხალიჩაზე

2019 წლის გამარჯვებულებზე საუბრისას, ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის კურატორმა, Россия сегодня–ს  ვიზუალური პროექტების სამსახურის ხელმძღვანელმა ოქსანა ოლეინიკმა აღნიშნა:

„არ შეიძლება არ გაგვახაროს იმან, რომ ნამუშევრების ხარისხობრივი დონე წლიდან წლამდე იზრდება. კონკურსის მონაწილეების პროფესიონალიზმი  მარტო ფოტოგრაფიის ფილიგრანული ენის ფლობა კი არა, თემების არჩევანშიცაა. პირველ რიგში სოციალური თემებისა, რომლებიც მრავლად იყო წელს. თანამედროვე ჟურნალისტიკა — ეს პრობლემის მიზეზებისა და შედეგების ბმის ოსტატობაა. ფოტოგრაფიას ამ კუთხით ბადალი არ ჰყავს, ვინაიდან მისი ენა ინტერნაციონალურია“.

© photo: Azim Khan Ronnie / Stenincontestლტოლვილთა ყველაზე დიდი ბანაკი მსოფლიოში
ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსმა 2019 წლის ფინალისტები დაასახელა - Sputnik საქართველო
ლტოლვილთა ყველაზე დიდი ბანაკი მსოფლიოში

ანდრეი სტენინის კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, The New York Times–ის ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯეიმს   ჰილი: „საკონკურსო ნამუშევრების ხარისხი მთლიანობაში ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა,  სხვადასხვა ნომინაციებს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები ჰქონდა. ზოგჯერ ძნელი იყო გადაწყვეტა, ვინ იმსახურებდა ჯილდოს, ზოგჯერ კი ლიდერი აშკარა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საკმაოდ რთული პროცესია ჟიურის წევრებისთვის, ვინაიდან აქ შეკრებილები არიან რედაქტორები და ფოტოგრაფები. ყველა ნი საკუთარი თვალსაწიერიდან ვუყურებდით ფოტოებს. ფოტოებისა თუ სურათების შეფასება ძალიან სუბიექტური საქმეა. მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე განხილვებისგან. თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა საშუალება, გამოეთქვა აზრი, თუ რატომ აირჩია ესა თუ ის ნამუშევარი“.

© photo: Sameer Al-Doumy / Stenincontestკონფლიქტისთვის თავის არიდება
ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსმა 2019 წლის ფინალისტები დაასახელა - Sputnik საქართველო
კონფლიქტისთვის თავის არიდება

ინტრიგა, როგორ გადანაწილდება საპრიზო ადგილები კონკურსის ნომინაციებში და ვინ გახდება მისი მთავარი ჯილდოს მფლობელი, სექტემბრამდე შენარჩუნდება. სწორედ მაშინ გამოაცხადებს ანდრეი სტენინის კონკურსი გამარჯვებულებს მოსკოვში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე. სექტემბერშივე გაიხსნება გამოფენა და დაიწყება ლაურეატების ტრადიციული ტურნე მსოფლიოს ქალაქებში.

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" ორგანიზებით იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენ ყურადღებას მიაქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

© photo: Elif Öztürk / Stenincontestბრძოლა კირკპინარის ფესტივალი
ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსმა 2019 წლის ფინალისტები დაასახელა - Sputnik საქართველო
ბრძოლა კირკპინარის ფესტივალი

2019 წელს კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები გახდნენ პორტალი Вести.Ru და რუსეთის სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია.

ყველა ახალი ამბავი
0