ვარსკვლავების შვილები, როგორც მათი მშობლები, შეუდარებლად გამოიყურებიან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ეკრანზე არასდროს გამოჩენილა, სოციალურ ქსელში ისინი საკმაოდ აქტუალურნი არიან – ბევრი მიმდევარი და მიმბაძველი ჰყავთ. ერთად გავიგოთ, თუ რას საქმიანობენ ვარსკლავების შვილები.
სელებრითების ბუნებრივი სილამაზე: როგორ გამოიყურებიან ქართველი ვარსკვლავები უმაკიაჟოდ >>>
კონცერტები, გასტროლები, გადაღებები – ზოგი „ვარსკვლავობას“ ბავშვობიდან ეუფლება, ზოგი კი კამერებს თავს არიდებს, მაგრამ მაინც ყველას ცნობადობა და საზოგადოების ყურადღება აერთიანებთ.
თიკა ფაცაცია – ყველასათვის საყვარელ ტელეწამყვანს და მომღერალს, გაგიკვირდებათ, მაგრამ სამი ვაჟი ჰყავს. უფროსი 18 წლის კალათბურთელი ანდრო ანთელიძეა, შუათანა – 9 წლის იოანე, ხოლო სულ პატარა 6 წლის არის.
კომენტარებში ანდრო ანთელიძეს თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცად მოიხსენიებენ და ამას მისი აღნაგობა უწყობს ხელს. თიკა 18 წლის იყო, როდესაც უფროსი ვაჟი ბიზნესმენ დავით ანთელიძისგან ეყოლა. როგორც ბავშვებთან ინტერვიუებით ირკვევა, თიკა საკმაოდ ყურადღებიანი დედაა, ცდილობს შვილებს ემეგობროს და ამავე დროს სიმკაცრეც შეინარჩუნოს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზეც თვალნათლივ ჩანს, რომ თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად დიდი სიამოვნებით ატარებს.
მომღერალ ლელა წურწუმიასა და პროდიუსერ კახა მამულაშვილს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი – მარიკო ჰყავთ. წყვილს შვილი 2002 წლის 17 თებერვალს შეეძინა. მომღერალი შვილზე ინტერვიუებში ხშირად საუბრობს და ამბობს, რომ პროფესიის გამო მასთან ურთიერთობის დეფიციტს მუდმივად განიცდიდა.
მომღერალ მაია ჯაბუას 21 წლის შვილი ლიზა ყენია პოპულარობით დედას არ ჩამოუვარდება. ისიც მღერის და სხვადასხვა პროექტიდანაც დაამახსოვრა თავი მაყურებელს. თამამი, მიმზიდველი და თანამედროვე ლიზა ყენია გამოირჩევა თანატოლებს შორის. მისი ხმის ტემბრი, გარეგნობა და მანერები სხვადასხვა პროექტებიდან მალე დაამახსოვრდა საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მომღერლის ქალიშვილია, მან საკუთარი იმიჯი შექმნა და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.
თავად დარწმუნდებით, თუ მის შესრულებულ სიმღერებს მოისმენთ ან ცეკვას ნახავთ.
მომღერალ ეკა კახიანს სამი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს – ნინი ბადურაშვილი, ანასტასია და ქეთო თოფურიძეები. ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა.
ნიკო თოფურიძეს და ეკა კახიანს ორი უმშვენიერესი ქალიშვილი – ქეთო და ანასტასია ჰყავთ. წყვილს საერთო შვილიშვილიც ჰყავს, რომელსაც იმედა კახიანის გარდაცვლილი ვაჟის, ლადოს სახელი ჰქვია.
რთულად მოიძებნება ინტერნეტ-სივრცეში ნინა წკრიალაშვილის 21 წლის ვაჟის ფოტოები ან ვიდეოები. როგორც ჩანს, ნინას შვილს – სანდრო დადიანს არ უყვარს ტელეეთერები და კამერებთან გამოჩენა. საზოგადოებისთვის მწირი ინფორმაციაა ცნობილი – მომღერლის შვილი 1-ლ გიმნაზიაში სწავლობდა და დედა მისი ყველაზე ახლო მეგობარია. ინტერვიუებში ნინა ჰყვება, რომ სანდროს მეგობარი გოგო-ბიჭები ხშირად მოჰყავს სახლში და მათთან ურთიერთობა ძალიან უყვარს.
ნინა ცქიტიშვილი – ცნობილმა ქართველმა მოდელმა სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ქუჩაში სრულიად შემთხვევით იმ დროისათვის ერთ-ერთი წამყვანი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელს გადაეყარა. ჰყავს ოთხი შვილი, მათ შორის ყველაზე ცნობილი თაკო ნაცვლიშვილია, რომელმაც დედის პროფესიას დაუღალავად ჩასჭიდა ხელი და აღაფრთოვანა Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo-ს დიზაინერები, ასევე გამოჩნდა სხვადასხვა ბრენდის გარეკანზე.
კარდიოლოგ ნინო ნადირაძე-კუზანოვას და პლასტიკურ ქირურგ გუგა კუზანოვს ქალ-ვაჟი ჰყავთ. ექიმების ქალიშვილი ბაია კუზანოვა ხშირად ჩანს ეკრანებზე, აშკარაა, რომ დედასავით უყვარს ტელესივრცე, ინტერვიუები და ფოტოსესიები. რაც შეეხება სამომავლო პროფესიას, მან მამისა და ბაბუის გზა აირჩია.