მრავალი მუქარისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ერთ-ერთ პორნოგრაფიულ საიტზე გასაჯაროების მიუხედავად ნინა წკრიალაშვილი თაყვანისმცემლებს პირად ცხოვრებას არ უმალავს.
მას შემდეგ, რაც ნინა წკრიალაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი მეგობარი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, ამ ფოტოზე წამში ათასობით მოწონება და კომენტარიც გაჩნდა. ნინას მეგობრები და თაყვანისმცემლები ბედნიერებას უსურვებენ.
თავის მხრივ, მომღერალიც გამოეხმაურა მათ და აღნიშნა, რომ საზოგადოების ასეთმა რეაქციამ ძალიან გაახარა.
„ზოგჯერ ცხოვრება მშვენიერია თურმე და ძააან გამახარეთ ყველამ“, – დაწერა ნინა წკრიალაშვილმა.
როგორც გაირკვა, მომღერლის ახალი შეყვარებული 50 წლამდე ასაკის ილიას აზარია. იგი წარმოშობით ლიბანიდანაა და ამაჟამად საბერძნეთში ცხოვრობს. ილიას აზარი სატელევიზიო სფეროში მუშაობს. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ნინა ცოტა ხნის წინ საბერძნეთს ესტუმრა, სადაც ილიასთან და მის მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებს.
შოუბიზნესის ხმაურიანი წევრი გულახდილობით ყველასგან გამოირჩევა – საქართველოში პირველია, რომელიც ქართული PLAYBOY-სთვის გაშიშვლდა და ამის მერე მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ წყდება.
ნინა წკრიალაშვილი: ერთი ღამის ურთიერთობა არ მქონია, თუმცა... >>>
ნინა წკრიალაშვილზე ათას ჭორ-მართალს ამბობენ. ვარსკვლავის პირადი ცხოვრება, მუსიკალური კარიერა, სამოდელო სფერო, მამაკაცებთან ურთიერთობა – არ არსებობს თემა, რომელზეც ერთი ჭორი მაინც არ გსმენიათ, ან არ წაგიკითხავთ. მომღერალიც არასდროს მალავს პირად ცხოვრებას და სკანდალებში ხშირად ხვდება.
ნინას ფოტოს კომენტარებში გამოეხმაურნენ მომღერალი ანრი ჯოხაძე, დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი, პროდიუსერი ნატო დუმბაძე და სხვა ქართველი ვარსკვლავები, რაც მეტად აჩენს ეჭვს, რომ ეს ნინას მორიგი ხუმრობა არ არის.
რამდენიმე თვის წინ ნინა წკრიალაშვილი სკანდალში გაეხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ღიად ისაუბრა. სკანდალი ბიზნესმენ გიორგი შელეგიას, იგივე "ძიაძიას“ სახელს უკავშირდება, რომელიც მომღერალზე 20 წლით უფროსია და ნინა წკრიალაშვილს მასთან რომანი ჰქონდა.