ოქრუაშვილმა „გაბრაზებული ადამიანების“ პარტია შექმნა

გამოწერა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძოლებს

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სამშაბათს თავისი პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველო“ წარმოადგინა.

ოქრუაშვილის პოლიტიკურ მოძრაობაში ყოფილ ძალოვანებთან, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად, „გამარჯვებული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფში შედის გუბაზ სანიკიძე, რომელმაც 2019 წლის მაისში ნინო ბურჯანაძის ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა. მაშინვე სანიკიძემ „Sputnik-საქართველოს“ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის და მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთან“ ბრძოლის გეგმების შესახებ აუწყა.

„ეს არ არის პოლიტიკური პარტია. ეს არ არის ერთი ადამიანის ან რამდენიმე ადამიანის ვერტიკალზე აგებული პოლიტიკური სტრუქტურა. გვაქვს ამბიცია, შევქმნათ ძალიან გაბრაზებული ადამიანების დიდი მოძრაობა, იმ ადამიანების, რომლებსაც უკვე გაუსაძლისად მიაჩნიათ დღეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. ჩვენ ასევე, ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ იმ წევრთან, რომელიც დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ, მათთვისაც ჩვენი კარი ღიაა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ივლისიდან პოლიტიკური მოძრაობის წევრები რეგიონებში გასვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების გამართავს აპირებენ. ოქტომბრის ბოლოს კი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ პარტიის ყრილობას ჩაატარებს.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გუბაზ სანიკიძემ ბურჯანაძის პარტია დატოვა

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრე მმართველ პარტიასთან და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან ღია დაპირისპირებაზე 2018 წელს წავიდა. საპრეზიდენტო არჩევნებზე ღიად დაუჭირა მხარი ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატს, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძეს.

არჩევნების მეორე ტურში ვაშაძემ წააგო. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 59,5% მიიღო. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და ხელისუფლება გაყალბებაში დაადანაშაულა.

თავის დროზე ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე იყო. 2003 წლის შემოდგომაზე ოქრუაშვილმა მხარი დაუჭირა „ვარდების რევოლუციას“, იმავე წლის დეკემბერში ის გახდა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული, ხოლო 2004 წლის იანვარში, სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ - გენერალური პროკურორი.

ან მმაჩის ბიუროში, ან პროკურორთან: ოქრუაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება >>

2004 წლის ივნისში ის ჩაუდგა სათავეში შსს-ს, დეკემბერში - თავდაცვის სამინისტროს. 2006 წლის ნოემბერში ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნეს და ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს, მაგრამ ერთ კვირაში ის გადადგა.

ყველა ახალი ამბავი
0