მთებში გაქცეული იურისტი - რით სჯობს სვანური მასპინძლობა თბილისურ თანამდებობას

© Sputnik / STRINGERსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დროს გამოიკვეთა ტენდენცია, როცა სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ხმაურიან ქალაქს და მამა-პაპისეულ კარმიდამოს უბრუნდება. დღეს ერთ ასეთ ადამიანს გაგაცნობთ.

ლევან ჯაჭვლიანი წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. პროფესიით იურისტი გახლავთ. მუშაობდა სახელმწიფო უწყებაში, თუმცა გასულ წელს გადაწყვიტა სვანეთს დაბრუნებოდა და მამა–პაპისეულ კარ–მიდამოში კოტეჯები აეშენებინა ტურისტებისათვის. ლევანს მესტიაში დავუკავშირდით.

© photo: Levan Jachvliani / FBლევან ჯაჭვლიანი
მთებში გაქცეული იურისტი - რით სჯობს სვანური მასპინძლობა თბილისურ თანამდებობას - Sputnik საქართველო
ლევან ჯაჭვლიანი

- ტურისტული მიმართულებით რამდენად დიდი პოტენციალი აქვს სვანეთს?

- სვანეთის დიდებული და უნიკალური ბუნება, მოსახლეობის ტრადიციები, კულტურა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა როგორც უცხოელ სტუმრებში, ისე საქართველოს სხვა კუთხეების მაცხოვრებლებში. საბჭოთა კავშირის პერიოდში ზემო სვანეთში მრავლად ჩამოდიოდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და სოციალისტური ქვეყნების ტურისტები და ეცნობოდნენ სვანეთის უძველეს ყოფა–ცხოვრებას, კულტურასა და თვალწარმტაც ბუნებას. ასევე ტურიზმი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის ერთ–ერთ მთავარ მიმართულება. შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება ჩამოსული ტურისტების რაოდენობა საქართველოში, განსაკუთრებით მზარდია ვიზიტორების რაოდენობა ზემო სვანეთის რეგიონში. ჰაწვალისა და თეთნულდის სამთო–სათხილამურო ტრასების ამოქმედების შედეგად, მესტიამ შეიძინა ზამთრის კურორტის მნიშვნელობაც და ფაქტობრივად გადაიქცა ოთხ სეზონიან კურორტად. ამდენად, მესტიას, როგორც  საქართველოს მთიან რეგიონს, აქვს უდიდესი პოტენციალი ქვეყნის ერთ–ერთ ტურისტულ ცენტრად იქცეს.

- ამ ფაქტმა გადაგაწყვეტინათ, რომ სვანეთში კოტეჯები აგეშენებინათ?

- აღნიშნულმა ფაქტორებმა გადამაწყვეტინა წამოვსულიყავი დედაქალაქიდან რეგიონში და დამეწყო ტურისტული საქმიანობა. საქმიანობა დავიწყე ეზოს მოწყობით, სახლს შემოვავლე დიდი გალავანი და ჩავდგი ოთხი კოტეჯი. კოტეჯების მოწყობაზე ჩემი არჩევანი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ტურისტების ძირითადი მასისათვის უფრო მიმზიდველია კოტეჯებში განთავსება, შესაბამისი კომფორტითა და მომსახურების შედარებით დაბალი ფასების გათვალისწინებით.

© photo: courtesy of Levan Jachvlianiმესტიის კოტეჯები
მთებში გაქცეული იურისტი - რით სჯობს სვანური მასპინძლობა თბილისურ თანამდებობას - Sputnik საქართველო
მესტიის კოტეჯები

- სად მდებარეობს თქვენი კოტეჯები?

- კოტეჯები განთავსებულია მესტიის ცენტრის სიახლოვეს, 300 მეტრის დაშორებით, მყუდრო ქუჩაზე, მდინარისა და ტყის სიახლოვეს, რაც ტურისტს აძლევს შესაძლებლობას გაისეირნოს მოკლე მანძილზე და გაეცნოს ადგილობრივ ფლორას, ბუნებას, ღისშესანიშნაობებს. ბაღი, სადაც მდებარეობს კოტეჯები, იზოლირებულია და შესაძლებელია გამოყენებული იქნას დამსვენებლის მიერ. ასევე, ბაღიდან იშლება ხედი მწვერვალ თეთნულდზე, სხვა მთებსა და ტყეებზე.

© photo: Casitas De Mestia / FBმესტია, სვანური კოშკი
მთებში გაქცეული იურისტი - რით სჯობს სვანური მასპინძლობა თბილისურ თანამდებობას - Sputnik საქართველო
მესტია, სვანური კოშკი

- რას სთავაზობთ დამსვენებელს?

- თითოეული კოტეჯი არის ოროთახიანი (საძინებელი, მისაღები–სამზარეულო), სველი წერტილით. გათვლილია ოთს პერსონაზე. ტურისტებს, სურვილის შემთხვევაში, ვთავაზობთ სხვადასხვა ლოკაციაზე ავტომობილით მიყვანის სერვისს, საცხენოსნო ტურების მოწყობას. რაც შეეხება კვებას, ჩვეულებრივი მენიუს გარდა, შესაძლებელია შეკვეთის შემთხვევაში მომზადდეს ტრადიციული სვანური კერძებიც. კოტეჯის მთლიანი ღირებულება ერთი ღამით შეადგენს 150 ლარს. კვების შემთხვევაში, ერთ პერსონაზე დაემატება 10 ლარი (საუზმე) და 15 ლარი (ვახშამი).

- რას ნიშნავს თქვენთვის ფესვებთან დაბრუნება?

პირველყოვლისა ჩემთვის სვანობა ნიშნავს საქართველოს ამ კუთხის ღირსეულად წარმოჩენას, თავისი კულტურითა და ტრადიციებით, ადათ–წესებით, რომელთაც გაუძლეს მრავალ საუკუნეს და დღემდე საზოგადოებაში იწვევენ ინტერესსა და აღფრთოვანებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0