საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დასაქმებაში დაეხმარებიან

© Sputnik / Seyran Baroyanსაკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში
საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვიპროსის კომპანიაში დასაქმებისთვის 18-დან 40 წლამდე პირებს იწვევენ.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. კომპანია Columbia Shipmanagement (CSM) საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

„პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე ასაკის 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და ჰაუსკიპერის პოზიციებზე, მინიმალური ანაზღაურება 800 ევროს შეადგენს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარა საკრუიზო ტურიზმს განავითარებს

კანდიდატების შერჩევა ორ ეტაპად ჩატარდება. ძირითადი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც მუშაობის შესაბამისი გამოცდილება აქვთ. შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე კომპანია CSM-ის წარმომადგენლებთან გასაუბრებას გაივლიან.

შერჩეული 20 გოგონასთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს პერსონალური მომზადებისა და გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაზისო წვრთნის უფასო კურსებს.

CSM – მსოფლიო კლასის გემების მენეჯერი და საზღვაო მომსახურების კომპანიაა. ის 40 წლის წინ კვიპროსზე დაფუძნდა.

ყველა ახალი ამბავი
0