Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

როგორ გამოიყურებოდნენ ქართველი სელებრითები ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის ქორწილში

© Instagram / noesulaberidzeმოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და და წამყვანი ნოე სულაბერიძე ოფიციალურად დაქორწინდნენ
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და  და წამყვანი ნოე სულაბერიძე ოფიციალურად დაქორწინდნენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და „მის საქართველოს" ჯანეთ ქერდიყოშვილის ქორწილს უამრავი ცნობილი სახე დაესწრო.

ტელეპროდიუსერი და „პრაიმშოუს“ წამყვანი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელმაც 2011 წელს „მის საქართველოს“ გვირგვინი დაიდგა თავზე, დაქორწინდნენ. წყვილ­მა ქორ­წი­ლი რეს­ტო­რან "ბაგ­რა­ტი­ონ­ში" გა­და­ი­ხა­და, სა­დაც უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სახე შე­იკ­რი­ბა. ფოტოები სოციალურ ქსელში წყვილმა თავად გამოაქვეყნა.

წყვილ­მა ჯვა­რი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა. ნოეს მეჯ­ვა­რე­ე­ბი დე­ტექ­ტი­ვი გია ბე­სე­ლია, გო­გი­ტა ზაქ­რა­ძე და ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­აა, ხოლო ჯა­ნე­ტის მეჯ­ვა­რე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი. პა­ტარ­ძა­ლი რეს­ტო­რან­ში, ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე მა­მამ მი­იყ­ვა­ნა.

წყვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ქორ­წი­ლის­თვის დად­გმუ­ლი ცეკ­ვა შე­ას­რუ­ლა.

ნოე სულაბერიძისთვის ეს მესამე ქორწინებაა, ჯანეტისთვის - პირველი. ნოე ორი შვილის მამაა. მისი მეორე მეუღლე ცნობილი წამყვანი, Rustavi 2-ის სახე ეკა სამხარაძე იყო. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

„ბედნიერება ყოველთვის შეუძლებლად გეჩვენება, სანამ არ გეწვევა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნოე სულაბერიძემ. 

წყვილი აპრილში მოულოდნელად და­ი­ნიშ­ნა. ქორწინებას წინ უძღოდა წინასაქორწინო წვეულება, რომელიც 6 ივ­ნისს ჯა­ნეტ­მა სას­ტუმ­რო „სტამ­ბა­ში“ მო­ა­წყო.

წვე­უ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის პრო­ცეს­ში ჯა­ნე­ტის მე­გობ­რებ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი L’Officiel Austria -ს გა­მომ­ცე­მე­ლი ანნა ვერ­გალ­სკა­ია და "მის ინ­დო­ნე­ზია" ანინ­და პუტ­რი.

მის სა­ქარ­თვე­ლო 2011-ის მე­გობ­რე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ყვე­ლას­თვის ცნო­ბილ­მა ქარ­თულ­მა ბრენ­დებ­მა Dalood-მა და Elosh-მა იზ­რუ­ნეს.

ყველა ახალი ამბავი
0