ეკუთვნის თუ არა საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური პენსია

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმსახურებს თუ არა სახელმწიფოს მეთაური სპეციალურ პენსიას - ამ კითხვას „Sputnik-საქართველოს" მკითხველმა უპასუხა

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. „Sputnik-საქართველოს" მკითხველის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს უნდა დაენიშნოს საპრეზიდენტო პენსია. ასეთია ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გიორგი მარგველაშვილი საკუთარი სახლის ეზოში კოტეჯს აქირავებს>>

კითხვაზე: „საქართველოს ექს-პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტის პენსია?", გამოკითხვაში მონაწილეთა 39,6%-მა უპასუხა, რომ „კი, პრეზიდენტს ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება აქვს", 35.8%-ს მიაჩნია, რომ „არა, პრეზიდენტი ისეთივე მოქალაქეა, როგორც ჩვენ". 18,9% ფიქრობს, რომ „კი, პენსია ექს-დეპუტატის პენსიას უნდა გაუთანაბრდეს", ხოლო მცირე რაოდენობა - 5,7% - „არა, თუ პენსია პრეზიდენტის ხელფასს გაუთანაბრდება".

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილის ახალი პროფესია: ექსპრეზიდენტი ავეჯს და ფურნიტურას ამზადებს

პრეზიდენტის პენსიის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხს ესტონეთის „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში შეეხო. ის მიესალმა ასეთი პენსიის დანიშვნას, მაგრამ აღნიშნა, რომ თვითონ ასეთი კანონპროექტის ინიცირებას არ აპირებს, რადგან „ყველა იფიქრებს, რომ ამას ჩემთვის ვაკეთებ".

ესტონელმა ჟურნალისტმა ზურაბიშვილს დაუსვა კითხვა, თუ როგორ ხედავს თავის მომავალს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ და აქცენტი გააკეთა ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც კოტეჯის გაქირავების შესახებ განცხადება Airbnb-ზე განათავსა. ამაზე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ გააგრძელებს იმის კეთებას, რაც სწორია.

იმის თაობაზე, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ტურისტებზე კოტეჯის გაქირავება დაიწყო, მარტის ბოლოს გახდა ცნობილი. თანამდებობის დატოვების შემდეგ ექს-პრეზიდენტის ოჯახი ალტერნატიულ შემოსავალს ეძებდა და დუშეთში, საკუთარი სახლის ეზოში კოტეჯის გაქირავება გადაწყვიტა. განცხადება ამის შესახებ საცხოვრებლის ონლაინ-დაჯავშნის საერთაშორისო ვებ-გვერდზე Airbnb განათავსა.

ყველა ახალი ამბავი
0