ბათუმი საუკეთესოა: „ტურისტული ოსკარი" აჭარას ერგო

© Batumi City Hall / FBბათუმი „ტურისტული ოსკარის" მფლობელია
ბათუმი „ტურისტული ოსკარის მფლობელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ზღვისპირა ქალაქი აღიარეს, როგორც ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულება.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ბათუმი პრემია World Travel Awards-ის გამარჯვებული გახდა. ამ პრემიას „ტურისტულ ოსკარს" უწოდებენ, ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

World Travel Awards ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ტურიზმის სფეროში.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარას 2018 წელს უცხოელთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

ბათუმმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულება ევროპაში".

ამ ნომინაციაში მან გაუსწრო ისეთ ქალაქებს, როგორიცაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვენია) და კუტნა-გორა (ჩეხეთი).

World Travel Awards 1993 წლიდან ტარდება. გამარჯვებულებს ავლენს პროფესიული ჟიური და აუდიტორია რამდენიმე ეტაპად: სერვისის ხარისხი, სტუმრების კმაყოფილება, განვითარებული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება.

დაუვიწყარი დასვენება ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის - რა ელით აჭარაში ტურისტებს>>

პრემიის მფლობელები ხდებიან მოგზაურობის ინდუსტრიის, სასტუმრო ბიზნესის, სამოქალაქო ავიაციის საუკეთესო წარმომადგენლები. მთელი წლის განმავლობაში ჯილდოს ანიჭებენ სამ დონეზე: ქვეყნის, რეგიონის და შემდეგ უკვე მსოფლიო მასშტაბით. გამარჯვებულს ავლენენ ონლაინ-გამოკითხვების მეშვეობით, რომლებშიც მონაწილეობს ასობით ათასი პროფესიონალი და მილიონობით მოგზაური.

ყველა ახალი ამბავი
0