საქართველოს ყველაზე სახიფათო გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა

© Roads Department of Georgiaთუშეთის გზა
თუშეთის გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზის რემონტი რეგულარულად 15 ოქტომბრამდე განხორციელდება.

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, განაცხადა ახმეტის მერიის წარმომადგენელმა ლადო კახიოძემ.

გზა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სახიფათოდ მიიჩნევა, მთაში თოვლის დნობის შედეგად დაიტბორა. მეწყრული პროცესების შედეგად გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნური ტბა წარმოიქმნა.

როგორც კახიოძემ განმარტა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტექნიკის მობილიზება მოახდინა, და ამის შედეგად ტბიდან წყლის გაშვება მოხერხდა.

„ექსკავატორმა მდინარის კალაპოტში შეასრულა სამუშაოები და წყლის დონემ ისე დაიწია, ჩემი მანქანით რომ გავიარე, საბურავებს ნახევრამდეც ვეღარ მისწვდა. მესაქონლეებმაც დაიწყეს პირუტყვის გადმოყვანა. ამ გზას ხვალ უფრო აამაღლებენ და ზეგ უკეთესი იქნება. რაც მთავარია, ფერმერებს საქონელი აღარ დაეხოცებათ“, – განაცხადა კახოიძემ პირველი არხის ეთერში.

ამასთან, ახმეტის ვიცე-მერმა ვაჟა ნასყიდაშვილმა მთლიანი გზის რემონტი დააანონსა.

ომალო - Sputnik საქართველო
არც ფეხით, არც ცხენით: ტურისტებს თუშეთში წასვლას არ ურჩევენ

„სანამ გზა წყლით იყო დაფარული, ძნელი იყო გაგება, რა სამუშაოებია კიდევ ჩასატარებელი. ახლა უკვე დამშრალზე, სპეციალისტები შეაფასებენ, როგორ გაუმკლავდნენ ათ და მეტ ტონიან ლოდებს, რომელიც წყლის შეგუბებას იწვევს”, – განაცხადა ნასყიდაშვილმა.

მისი თქმით, გზის რემონტი რეგულარულად 15 ოქტომბრამდე განხორციელდება.

ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთში მიდის. უამინდობის გამო ეს გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია.

ყველა ახალი ამბავი
0