გუშინ ღამით 112-ში შესული ასზე მეტი გამოძახების მიზეზი ქარიშხალი და ძლიერი წვიმა გახდა. იხილეთ თვითმხილველის ვიდეო, თუ როგორ გამოიყურებოდა თბილისის თავზე ცა ძლიერი წვიმის დროს
ძლიერმა ქარიშხალმა თბილისში რამდენიმე ხე წააქცია, წვიმამ კი დატბორა ქალაქის ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები.
ქალაქის ცენტრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 115 ზარი დაფიქსირდა. უამინდობის გამო არავინ დაშავებულა.
კვირას ქალაქის სტუმრებსა და მკვიდრებს მზიანი ამინდი ელით.