თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლების აქტივობამ 26,3% შეადგინა, ნათქვამია ცესკო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკო-ს მონაცემებით, 15:00 საათისთვის 43 909 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 11 539 ამომრჩეველმა გააკეთა.
შედარებისთვის, პირველ ტურში ამ დროისთვის აქტივობამ 21% შეადგინა.
შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე („41“ ნომრად) და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე (ნომერი „13“).
არჩევნები შემდგარი იქნება ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.
ხმების დათვლა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე 20:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრის წინასწარი შედეგები ღამით ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ივანიშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია >>
საქართველოს პარლამენტში სულ 150 ადგილია. უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.