გველისა და ტკიპას ნაკბენი - ინფექციონისტები საფრთხის შესახებ აფრთხილებენ

© photo: Sputnik / Igor Zaremboტკიპა
ტკიპა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპეციალისტებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მოვიქცეთ გველებისა და ტკიპების ნაკბენის შემთხვევაში

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ტკიპის ნაკბენი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად დაინფიცირდება, განაცხადა პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა.

ტურისტები ბათუმში - Sputnik საქართველო
2019 წლის ზაფხული ნორმაზე ცხელი იქნება – სინოპტიკოსების ვარაუდი

ზაფხულის დაწყებისთანავე ქალაქელები ბუნებაში გადიან, სადაც გველის ან ტკიპის ნაკბენის საკმაოდ მაღალი რისკი არსებობს. ზახაშვილი აფრთხილებს, რომ იმისათვის, რომ მიხვდეთ, რა ტიპის ტკიპამ უკბინა ადამიანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას 7-14 დღის განმავლობაში უნდა დააკვირდეთ.

„ტკიპა არის პატარა მწერი, რომელიც რაც უფრო დიდხანს არის სხეულზე მოთავსებული, მით უფრო იზრდება, იმიტომ, რომ სისხლს წოვს. მერე გარკვეული პერიოდის შემდეგ, გინდაც არ მოაცილოთ, თვითონ ჩამოვარდება სხეულიდან, თუმცა თუ ტკიპას ადრევე აღმოაჩენთ და მოიშორებთ, აჯობებს, რითაც შეამცირებთ დაავადებების გადაცემის რისკს", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

არსებობს ტკიპას რამდენიმე სახეობა. ისინი, როგორც წესი, ბინადრობენ მინდვრებში, ღია გარემოში, სახლში ხვდებიან მხოლოდ ცხოველებთან ერთად, როდესაც ძაღლი ან კატა ეზოში იმყოფება.

როგორ მოვაშოროთ ბავშვს ტკიპა უსაფრთხოდ და სწორად: პედიატრის რჩევა >>

ზახაშვილის თქმით, ტკიპას აქვს თვისება - ის ირჩევს ცოცხალ ორგანიზმს, თავსდება მასზე საკმაოდ ხანგრძლივად. ეს შეიძლება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს.

დაინფიცირებული ტკიპას ნაკბენის შემდეგ ადამიანს შეიძლება აეწიოს ტემპერატურა, გაუწითლდეს ნაკბენის ადგილი, რომელიც თანდათანობით გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროულად მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმმა ადეკვატური მკურნალობა დანიშნოს.

შავი გველი - Sputnik საქართველო
ახმეტაში გველმა მამაკაცი დაკბინა

რაც შეეხება გველის ნაკბენს, ზახაშვილის თქმით, საქართველოში ორი სახეობის შხამიანი გველი არსებობს და 100-პროცენტიანი სასიკვდილო არც ერთის ნაკბენი არაა.

მისი თქმით, გველის ნაკბენის საწინააღმდეგო შრატით საქართველოს ყველა რაიონია მომარაგებული.

ზახაშვილი ურჩევს მოქალაქეებს ბუნების წიაღში ყოფნისას შესაბამისი სამოსი ჩაიცვან: დახურული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.

ქართველი ინფექციონისტები ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს იყონ ყურადღებით ძლიერი სიცხის დროს, ხშირად დაიბანონ ხელები ცივი წყლით, გაანიავონ სახლი და კარგად გარეცხონ ხილი და ბოსტნეული.

რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, რომლებიც სიცხის დროს ქუჩაში გასვლას მაქსიმალურად უნდა მოერიდონ.

ყველა ახალი ამბავი
0