Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბოლო დროის ყველაზე სკანდალურმა წყვილმა ჯვარი დაიწერა

© Instagram / noesulaberidzeმოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და და წამყვანი ნოე სულაბერიძე ოფიციალურად დაქორწინდნენ
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და  და წამყვანი ნოე სულაბერიძე ოფიციალურად დაქორწინდნენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლად დაოჯახებული ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის მიმართ ყურადღება არ ნელდება

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. „მის საქართველო 2011“ ტიტულის მფლობელი, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და ტელეარხ Imedi-ს პროდიუსერი და წამყვანი ნოე სულაბერიძე დღეს უკვე ოფიციალურად დაქორწინდნენ.

წყვილმა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა ჯვარი.

View this post on Instagram

#loveistheanswer

A post shared by Janeta Ker (@janeta_ker) on

მან და პროდუსერმა ნოე სულაბერიძემ ხელი სულ ცოტა ხნის წინ მოაწერეს. ხელის მოწერის ცერემონიაზე ჯანეტს სადა თეთრი კოსტიუმი ეცვა, რომელიც Instagram-ის „სტორიზში“ გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

Thank You ♥️🙏🏻

A post shared by Janeta Ker (@janeta_ker) on

ჯანეტისთვის ეს პირველი ქორწინებაა, ხოლო ნოე სულაბერიძე ორჯერ იყო დაქორწინებული. მეორე მეუღლეს, ტელეწამყვან ეკა სამხარაძეს ის 2014 წელს დაშორდა. სულაბერიძეს ორივე ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

View this post on Instagram

#arrivederci #bye #gülegüle #bodrum #turkey 🇹🇷 #thankyou @captain_plus #seeyouagain #loveistheanswer

A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze) on

მოდელი ბოლო წლების მანძილზე საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სადაც დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა. მას დიდი გეგმები ჰქონდა მსოფლიოს მოდის სფეროში მოსახვედრად, მაგრამ როგორც ხედავთ, თბილისში დაბრუნდა და ნოე სულაბერიძეზე გათხოვდა.

View this post on Instagram

#followme #loveistheanswer

A post shared by Janeta Ker (@janeta_ker) on

ჯანეტ ქერდიყოშვილი 1991 წლის 29 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 19 წლის ასაკში „მის საქართველო 2011"-ის ტიტულის მფლობელი გახდა. მუშაობდა ჟურნალისტად, მოდელად ჟურნალ Vogue-ში (უკრაინა), ასევე იყო ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გადაცემა „მის საქართველო 2015"-ის კონკურსის დღიურების" წამყვანი. ბოლო დროს ცხოვრობდა მილანში, სადაც მოდისა და დიზაინის კერძო იტალიურ სკოლა Istituto Marangoni-ში მოდისა და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა.

ყველა ახალი ამბავი
0