სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ბოდბეში ლიტურგიას დაესწრნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliბოდბის მონასტერი
ბოდბის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებულ ტაძარში საზეიმო ლიტურგიაზე ბოდბეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბოდბის მონასტრის ბაღი - Sputnik საქართველო
მონაზვნების მიერ გაშენებული ბოდბის ეკლესიის ბაღი - დრონით გადაღებული ვიდეო

პირველი წირვა ახალ ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. პატრიარქის ქადაგებამდე მეუფეებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი შეასრულეს.

ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

„მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“, - ბრძანა პატრიარქმა.

წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პანაღიით დააჯილდოვა, ხოლო ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭა.

პატრიარქმა დღეს ასევე სიგელებით დააჯილოდოვა ყველა, ვისაც წვლილი მიუძღვის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0