არჩვენებზე 10 საათისთვის მთაწმინდელების უკვე 5,2% გამოცხადდა

© Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურში ამომრჩეველთა  აქტივობა გაიზარდა

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლების აქტივობამ 5,2% შეადგინა, იუწყება ცესკო.

ცესკო-ს მონაცემებით, 10:00 საათისთვის 43 909 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 2 293 ამომრჩეველმა გააკეთა.

პირველ ტურში ამ დროისთვის აქტივობამ 4% შეადგინა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
და ისევ არჩევნებია: საქართველოში პარლამენტის დეპუტატს აირჩევენ

შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე („41“ ნომრად) და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე (ნომერი „13“).

არჩევნები შემდგარი იქნება ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.

ხმების დათვლა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე 20:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრის წინასწარი შედეგები ღამით ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ივანიშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია >>

საქართველოს პარლამენტში სულ 150 ადგილია. უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0