სტიქია ხარაგაულში: 500-მდე ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

© photo: Kharagauli Municipality Hall / FBხარაგაულში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
ხარაგაულში სტიქიის შედეგებს ებრძვიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლებში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მობილიზებული მძიმე ტექნიკა. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სამაშველო ჯფუფებიც.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე ლეღვნულამ სოფელ ლეღვასთან დამაკავშირებელი გზა წაიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ 500-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. სოფლამდე მისვლა მხოლოდ საცალფეხო გზით არის შესაძლებელი.

© photo : Kharagauli Municipality Hall / FB სტიქიის შედეგები ხარაგაულში
სტიქია ხარაგაულში: 500-მდე ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი - Sputnik საქართველო
სტიქიის შედეგები ხარაგაულში

ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ დააზიანა სოფელი დიდვაკე, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. დახოცილია შინაური ცხოველები და ფრინველი. წაღებულია დამხმარე ნაგებობები. დატბორილია სახნავ-სათესი მიწები. ლეღვნულასა და დიდვაკეში დაზიანებულია ხიდები.

© photo : Kharagauli Municipality Hall / FB სტიქიის შედეგები ხარაგაულში
სტიქია ხარაგაულში: 500-მდე ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი - Sputnik საქართველო
სტიქიის შედეგები ხარაგაულში

პრობლემები შეიქმნა ასევე სოფლ მარელისსა და ვაშეში.

სოფლებს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, რადგან დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.

მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მობილიზებული მძიმე ტექნიკა. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სამაშველო ჯგუფებიც.

ყველა ახალი ამბავი
0