ქართველმა მოდელმა Miss Tourism International-2019-ზე მთავარი პრიზი აიღო

© photo: Maria Mamuchashvili / FBმარიამ მამუჩიშვილი
მარიამ მამუჩიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ლამაზმანი 30 ქვეყნის წარმომადგენელს შორის გამოარჩიეს

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ქართველმა მოდელმა მარიამ მამუჩიშვილმა საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე Miss Tourism International-2019 პირველი ადგილი დაიკავა, უამბო „Sputnik-საქართველოს“ სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა ეკა მგალობლიშვილმა.

ქართველი მოდელი პორტუგალიაში კონკურსის გამარჯვებული გახდა >>

ღონისძიება ბულგარეთში 1-7 ივნისს გაიმართა. საერთაშორისო სამოდელო კონკურსში მონაწილეობა 30 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.

„ვამაყობ იმით, რომ ქართველი მოდელი, რომელიც ამ კონკურსზე წარვადგინე, სამშობლოში მთავარი პრიზით ბრუნდება. მარიამმა ძალიან ბევრი იშრომა და საკუთარ თავზე მუშაობას აგრძელებს, რათა საერთაშორისო სამოდელო კონკურსებზე საქართველო ღირსეულად ასახელოს. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და, რა თქმა უნდა, სიხარულია, როდესაც ღირსეული გამარჯვებით დაბრუნებას შეძლებ“, - განაცხადა მგალობლიშვილი.

ორი წლის წინ მარიამმა გაიმარჯვა სამოდელო კონკურსზე Best global of the year — 2017, რომელიც პორტუგალიაში გაიმართა. ქართველი ლამაზმანი 40 ქვეყნის 80 კონკურსანტს შორის საუკეთესო აღმოჩნდა.

Sputnik–საქართველოს წარმომადგენელი ნინო გველესიანს პრიზს გადასცემს - Sputnik საქართველო
„Sputnik–საქართველომ“ Miss and Mister Planet– 2018–ზე თავისი სიმპათია შეარჩია

წამყვანმა იტალიურმა სამოდელო სააგენტომ Major Models Managment მარიამთან კონტრაქტი გააფორმა და მისი ფოტოები უცხოურ ჟურნალებსა და ინტერნეტ-გამოცემებში გამოჩნდება.

მარიამი რამდენიმე ტიტულის მფლობელია. თავიდან ის გახდა Miss school — 2013, შემდეგ - Vice Miss planet – Georgia და Miss model of Georgia. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ ფოტოსესიასა თუ ჩვენებაში. მან დაიმსახურა საერთაშორისო მოდელის ტიტული, რაც მას ყველაზე ცნობილ მსოფლიო სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.

ყველა ახალი ამბავი
0