თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ექვსი წლის დავით თათვიძემ (მამაიაში (რუმინეთი) მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე გაიმარჯვა, იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
„დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
პატარა ჩემპიონს გამარჯვება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა.
„ვულოცავ 6 წლის დავით თათვიძეს ევროპის ჩემპიონობას ჭადრაკში 7 წლამდელ მოსწავლეთა შორის!“ - დაწერა ბახტაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.
ნორჩი მოჭადრაკის მწვრთნელია ნანა ჭეფხოძე.