ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

© Sputnik / STRINGERწყალდიდობა ჭუბერში
წყალდიდობა ჭუბერში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაპოტის გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება კალაპოტის გაწმენდა დაგროვილი ჩამონატანებისგან, რომელიც ზოგან ერთ მეტრს აღწევს.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში უხვი ნალექების შედეგად ადიდებული მდინარე ნენსკრას კალაპოტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყალდიდობა სვანეთში - სტიქიური უბედურების კადრები ჭუბერიდან - Sputnik საქართველო
წყალდიდობა სვანეთში - სტიქიური უბედურების კადრები ჭუბერიდან

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, მდინარე ნენსკრას ნაპირზე სამი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომელიც მდინარის კალაპოტს აფართოებს.

კალაპოტის გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება კალაპოტის გაწმენდა დაგროვილი ჩამონატანებისგან, რომელიც ზოგან ერთ მეტრს აღწევს.

ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს კოორდინაციას უწევს.

„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მდინარე ნენსკრაზე დაფიქსირდა მაქსიმალური რაოდენობის ნალექი, ყველა ნაპირსამაგრი და სტიქიის საპრევენციო ნაგებობა, რომლიც ერთი წლის წინანდელი სტიქიის შემდეგ მოეწყო, თავის ფუნქციას ასრულებს. გვაქვს მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანება, რაც მოსახლეობას და  მიმდებარე ინფრასტრუქტურას საფრთხეს არ უქმნის. გასულ წელს ჩატარებული სამუშაოების გარეშე შედეგი, რა თქმა უნდა, ბევრად სავალალო იქნებოდა“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

სვანეთში, დაბა ჭუბერში ძლიერი წვიმა გუშინ მოვიდა, რის  შედეგად მდინარე ნენსკრას შენაკადი დევრულა ადიდდა, რამაც სოფელ ყარსგურიშთან დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა. დაიტბორა გზის სავალი ნაწილი.

რა ხდება სვანეთში - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან >>

ძლიერი წყალდიდობა ერთი წლის წინაც მოხდა ჭუბერში. მაშინ ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ნენსკრამ ჭუბერის თემის სოფლების ნაწილი დატბორა. მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა სახლები, ხიდები, საავტომობილო გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ყველა ახალი ამბავი
0