თბილისში იპოვეს ცხედარი ერთ-ერთ ბინაში, სადაც კიდევ ორი ქალი იმყოფებოდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციური ლენტი
პოლიციური ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბინაში მყოფი კიდევ ორი ქალიდან ერთი იყო კონტაქტური, მეორე კი უგონო მდგომარეობაში.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik.  თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ბინაში ერთი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მდინარე მულხურა სვანეთში - Sputnik საქართველო
მესტიაში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა: მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მეზობლებისგან შევიდა შეტყობინება, რომ ბინიდან უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა.

ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში დახვდათ ცხედარი. ბინაში იმყოფებოდა კიდევ ორი ქალი, რომელთაგან ერთი იყო კონტაქტური, მეორე კი უგონო მდგომარეობაში.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი უწყებები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კორპუსთან მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო ჯგუფები, ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0