გახდება თუ არა გენერალური პროკურორი ნათია მეზვრიშვილი

გამოწერა
საუბარი იმის თაობაზე, რომ ნათია მეზვრიშვილი შეიძლება საქართველოს გენერალური პროკურორი გახდეს, მას შემდეგ დაიწყო, რაც შალვა თადუმაძემ მოსამართლეობა გადაწყვიტა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან შეიძლება ქვეყნის გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის თანამდებობა დაიკავოს, იუწყება პირველი არხი.

თემიდა - მართლმსაჯულების ქალღმერთი - Sputnik საქართველო
საქართველოს გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს

უფრო ადრე თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა. კონკურსში მონაწილეობა ასევე გადაწყვიტეს მისამ მოადგილე მამუკა ვასაძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ. სულ 144 პრეტენდენტია, სოლო უზენაეს სასამართლოში 20 თავისუფალი ადგილია.

„ბატონ შალვასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერაფერს გეტყვით. ჩემს საკითხს რაც შეეხება, არ ყოფილა ამ თემაზე საუბარი და გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

თადუმაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 16 ივლისიდან უკავია.

ნათია მეზვრიშვილი განათლებით იურისტია. მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი 2017 წლიდან უკავია.

ყველა ახალი ამბავი
0