ყალბი ახალი ამბებისა და ანტიკრიზისული პიარის თემას პარასკევს თბილისში პროექტ SputnikPro-ს ახალი მოდული მიეძღვნა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა.
„Sputnik-საქართველოს“ თბილისის მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მენეჯერებისა და ქართული მასმედიის ხელმძღვანელების წინაშე წარდგა RT-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე, პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, არხის მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორი ანა ბელკინა.
გამოსვლის დასაწყისში ბელკინამ ღონისძიების მონაწილეებს უჩვენა ფილმი RT-ს მუშაობის შესახებ, რომელიც სავსეა სარკაზმითა და ირონიით. ფილმი ტელეარხმა 10 წლისთავზე გადაიღო.
ღონისძიებაზე უჩვენეს ფეიკ-ნიუსების (ყალბი ახალი ამბების) კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ცნობილ უცხოურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა.
ანა ბელკინამ ლექციის მსვლელობისას ისაუბრა იმაზე, თუ რა არის საჭირო ყალბი ახალი ამბების თავიდან ასაცილებლად.
ბელკინამ გამოყო რამდენიმე პუნქტი, მათ შორის: არც ერთი წყაროს სრულად ნდობა არ შეიძლება; აუცილებელია იურიდიული, ფინანსური საკითხებისა და სარედაქციო მასალების შესწავლა; აუცილებელია საკუთარი აუდიტორიის გაცნობა.
ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა, ამიტომ ქართული მასმედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მისთვის საინტერესო შეკითხვები დაესვათ და საკუთარი აზრი გამოეხატათ.
ბელკინა ღიად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი კრიტიკული იყო.
ლექციის ბოლოს აუდიტორიამ ლექტორი ინფორმაციული და სასარგებლო ლექციისთვის აპლოდისმენტებით გააცილა.