ანა ბელკინა: „არ არსებობს ობიექტური ინფორმაცია, არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი“

გამოწერა
გქონდეს ინფორმაცია და პასუხი აგო მასზე, ეს იგივეა, რომ კისერი შეუშვირო ნაჯახს, აღნიშნა ანა ბელკინამ მასტერკლასზე.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. RT-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე ანა ბელკინამ Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში მიმდინარე მასტერკლასზე ჟურნალისტიკის სამი მთავარი წესი დაასახელა. 

ანა ბელკინა - Sputnik საქართველო
ბელკინა: Sputnik-მა და RT-მ ვაკუუმი შეავსეს

აღნიშნული ბელკინამ საქართველოში მედიამენეჯერებისთვის, ჟურნალისტებისა და PR-მენეჯერებისთვის შექმნილ SputnikPro-ს ახალი მოდულის ფარგლებში განაცხადა.

„პირველი წესი: არ ენდოთ აბსოლუტურად არავის, მათ შორის, არც კოლეგებს. გქონდეს ინფორმაცია და პასუხი აგო მასზე, ეს იგივეა, რომ კისერი შეუშვირო ნაჯახს. გადაამოწმეთ თვით ყველაზე შემოწმებული წყაროც კი. არ ენდოთ არავის პატიოსან სიტყვაზე. წყარო გამოწვლილვით უნდა შეისწავლოთ, უნდა ეცადოთ, ჩაწვდეთ ისტორიის საწყისს“, — აღნიშნა ბელკინამ.

მისი თქმით, ჟურნალისტმა მკითხველს ინფორმაცია სხვადასხვა კუთხიდან უნდა დაანახოს.

„უნდა გახსოვდეთ: ობიექტური ინფორმაცია არ არსებობს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა თვალსაზრისის გადმოცემა, აუდიტორია კი თავად გაერკვევა და დასკვნებს გააკეთებს“, — თქვა ბელკინამ.

გარდა ამისა, ჟურნალისტი მასალის კეთებისას კარგად უნდა იცნობდეს „შიდა სამზარეულოსა“ და აუდიტორიას.

„მეორე წესი: დეტალურად უნდა იცოდეთ და გესმოდეთ ყველაფერი, რაც შეეხება იურიდიულ და ფინანსურ საკითხებსა და სარედაქციო მასალებს. მესამე: მნიშვნელოვანია იცნობდეთ საკუთარ აუდიტორიას — ვინც გკითხულობთ და ვინც გიყურებთ. როდესაც ინფორმაციას იძლევით, უნდა გესმოდეთ,  რა რეაქცია მოჰყვება მას და რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს. მთავარია სიმშვიდე, არ შეიძლება ცხელ გულზე რამის თქმა, არ შეეცადოთ ამოავსოთ ნაპრალი, თუ ინფორმაციას სრულად არ ფლობთ“, - თქვა ბელკინამ.

ყველა ახალი ამბავი
0