თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საბურთალოს რაიონში კარტოზიას ქუჩაზე დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად დაკეტილია, იუწყება პირველი არხი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში მიმდინარე წლის 4 ივნისის 21:00 საათიდან კარტოზიას ქუჩაზე დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების გამო სრულად აიკრძალება საავტომობილო მოძრაობა კარტოზიას ქუჩის და ყაზბეგის გამზირის კვეთიდან ცინცაძის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის კვეთამდე (პანდუსამდე)", – ციტირებს უწყების განცხადებას ტელეარხი.
ავტომობილები ცინცაძის ქუჩიდან კარტოზიას ქუჩის მიმართულებით პანდუსის გავლით გავლენ ახალ გზაზე, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით.
კარტოზიას ქუჩაზე ტრანსპორტით მოძრაობა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის ნებადართული.
ჭავჭავაძის გამზირი გადაიკეტა: ტრანსპორტის გადაადგილების სქემა>>
დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ მოძრაობა ავტოსაგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.