რით მოხიბლა Chris Brown-ი ანა ჯავახმა

© photo: Ani Javakhi / FBანი ჯავახი
ანი ჯავახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლამაზი გოგონების მიერ შესრულებული ცეცხლოვანი ცეკვა კრის ბრაუნმა უყურადღებოდ არ დატოვა

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ცნობილი მომღერალი მსახიობი კრის ბრაუნი (Chris Brown) მის სიმღერაზე ახალგაზრდა თბილისელი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, ანა ჯავახის ცეკვით მოიხიბლა და ცეკვის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ანა ჯავახმა ქორეოგრაფია კრის ბრაუნისა და ნიკი მინაჟის კომპოზიცია Wobble Up-ზე დადგა და თავის მოცეკვავეებთან ერთად შეასრულა. ცეკვის ჩანაწერი მან საკუთარ Instagram-გვერდზე დადო, თან ამერიკელი მომღერალი მონიშნა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

😳😈🔥🔥🔥🔥🔥 @anijavakhi

Публикация от CHRIS BROWN (@chrisbrownofficial)

აუზთან ლამაზი გოგონების ცეცხლოვანი ცეკვა კრის ბრაუნის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მომღერალი იმდენად მოიხიბლა ნანახით, რომ ვიდეორგოლი საკუთარ გვერდზე დადო.

„ქუჩაში ჩემს ძაღლს ვასეირნებდი. Facebook-ზე სიახლეებს გადავხედე და საკუთარი ვიდეოს დანახვისას გავოცდი იმით, რომ მას ძალზე ცოტა ნახვები ჰქონდა, არადა დილით ადრე ჩავტვირთე. და მხოლოდ შემდეგ შევამჩნიე, რომ ეს ვიდეო სულ რაღაც რამდენიმე წამის წინ თავად კრის ბრაუნს ჰქონდა გაზიარებული. და მაშინ სიხარულისგან ყვირილი დავიწყე", - იხსენებს ანა ჯავახი ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.

მისი სიტყვებით, მან მომღერალს სამადლობელო კომენტარი მომენტალურად დაუწერა, რაზეც ბრაუნმა დაულაიქა და მეგობრებშიც დაიმატა.

საქართველოში 20 წლის ქართველი მოცეკვავე ანი ჯავახი 2018 წელს შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობდა, სადაც მისი პარტნიორი ტელეწამყვანი თორნიკე კვერენჩხილაძე იყო. ჯავახი საკუთარი ქორეოგრაფიით დადგმულ კომპოზიციებს ხშირად დებს სოციალურ ქსელში. ჰიპ-ჰოპით გატაცებამდე, იგი 10 წელი ქართული ხალხური ცეკვით იყო დაკავებული. დღეისათვის გოგონა Queens Dance Studio-ში ცეკვავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0