Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამ ეტაპზე გვაქვს ვირტუალური ოჯახი“- ნინო ჩხეიძე ქმართან განშორებაზე საუბრობს

გამოწერა
ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი წარმოსაჩენი და გულახდილი ვარსკვლავი არ მალავს საკუთარ ცხოვრებას.

მომღერალმა მედიას საგურამოში არსებული აგარაკის კარიც კი გაუღო და სახლი დაათვალიერებინა, მაგრამ მისი პირადი ცხოვრების გარშემო ჭორები არ ნელდება.

ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
ნინო ჩხეიძე: ჩემმა ქმარმა მომიტაცა, წივილ-კივილი არ დამიწყია, ცოტა „მეგოიმა“

2012-2013 წლებში, ნინო ჩხეიძის მეუღლეს ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს ქვეყნის დატოვება მოუწია. საზოგადოებას გაუჩნდა  კითხვები თუ რატომ არ ცხოვრობენ ერთად ქართული ფოლკლორის შემსრულებელი  და მისი პროდიუსერი-მეუღლე გიორგი, პრესაში აქტიურად განიხილავდნენ მათ ცხოვრებას და დღემდე ეძებენ გაშორების მიზეზებს.  როგორც მომღერალი აცხადებს, ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის დატოვება  მოუწია.

„გიორგის შემთხვევაში ძალიან გამიმართლა. რბილი და დამთმობი ვიყავი და გიორგიმ იაქტიურა. მეც არ დავიხიე უკან... გიორგიმ თვითშეფასება ამიმაღლა და დამაჯერა საკუთარ ძალებში“, - განაცხადა მომღერალმა გადაცემა სთორი/ story- ში.

ნინო გულისტკივილით იხსენებს ქმართან არსებულ მანძილს, რომელიც მათ წლებია აშორებთ. ყვება, რომ ოჯახის თავიდან და ვირტუალურად შექმნა, სოციალური ქსელების მეშვეობით მოუწია. ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყნებში გამგზავრება, სადაც ქმარს ხვდება და ერთად ატარებენ დროს. 

„ძალიან გამიჭირდა მორალურად, ჩემთვის გარდამავალი პერიოდი იყო და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. თანამედროვე დროში სოციალური ქსელის მეშვეობით ამ ეტაპზე გვაქვს ვირტუალური ოჯახი“, - ამბობს მომღერალი. 

მიუხედავად რთული პერიოდისა და დაკარგული მეგობრებისა, ნინო ჩხეიძემ აღიდგინა ძალები. დააფუძნა ბენდი „NIO-band”, შექმნა დახვეწილი და ჰაეროვანი თავსაბურავების ბრენდი “NIO”,  გარდა ამისა რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში შეგიძლიათ მოუსმინოთ მის გადაცემას „სტუმრად ნინოსთან“, რომელიც ავტორი და წამყვანი თავად მომღერალია.

პარიზული ახალი წელი და ნინო ჩხეიძის საახალწლო ოჯახური ტრადიციები >>>

„2013 წელს, ყველაზე რთულ პერიოდში, გიორგის გამგზავრების შემდეგ, აღმოვაჩნე, რომ არც ერთი მეგობარი არ მყავს და არავის ვახსოვდი. ცხოვრების ამ პერიოდში ძალიან გამიჭირდა“ , - ამბობს მომღერალი.

ნინო ჩხეიძე 1981 წლის 6 ივნისს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1999 წელს დაამთავრა მეხუთე მუსიკალური სკოლა. ჰყავს მეუღლე გიორგი კორახაშვილი და შვილი მარიამ კორახაშვილი. უყვარს მოგზაურობა. მისი პირველი სიმღერაა მაცაცო სებისკვერაძის „ჩემი გული შენია”.  2010 წელს ნინო ჩხეიძე რადიო „აფხაზეთის ხმის“ მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0