სამშაბათს, დილით მეჩეთებში საზეიმო ლოცვები აღევლინა ურაზა-ბაირამთან დაკავშირებით, რომელიც რამადანის დასასრულს გვამცნობს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ აღნიშნეს დღესასწაული სხვადასხვა ქვეყნებში.
რამადანის მარხვის დასრულების შემდეგ მუსლიმები აღნიშნავენ შავალის თვეს (მუსლიმური კალენდრის მეცხრე თვეს). ლეგენდის თანახმად, დღესასწაული თავად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა დააწესა 624 წელს.
ლოცვების შემდეგ იწყება ტაკბირი, რაც რამადანის დასასრულს ადასტურებს. მუსლიმები მეჩეთებსა და სახლებში ელოდებიან ტაკბირს, შემდეგ კი ერთმანეთს ულოცავენ დღესასწაულს.

რამადანის მარხვის დასრლების შემდეგ მუსლიმები შავალის თვის პირველ დღეს აღნიშნავენ

ლეგენდის თანახმად, დღესასწაული თავად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა დააწესა 624 წელს

მუსლიმები ელიან ტაკბირს, შემდეგ კი ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავენ

4/15
© AP Photo / Rahmat Gul
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ განი ახმაძაი იდ-ალ-ფიტრის აღნიშვნამდე ქაბულში

5/15
© AP Photo / Rahmat Gul
მზის ამოსვლის შემდეგ მეჩეთებში აღავლენენ სპეციალურ ლოცვას - იდ-ნამაზს, შემდეგ სადღესასწაულოდ იცვამენ და სუფრებს შლიან ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის და მეზობლებისთვის და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან

ამ დღეს სავალდებულო შემოწირულობას ღებულობენ უპოვრები

ამ დღეს აუცილებელია მშობლების, უფროსებისა და ავადმყოფების მონახულება, სასაფლაოზე გასვლა, მიცვალებულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება და საფლავებთან ყურანიდან ამონარიდების წაკითხვა

პატარა გოგონა უყურებს, როგორ კითხულობენ ალბანელი მუსლიმები დილის ლოცვებს, რომლებიც რამადანის დასრულებას ეძღვნება

დღესასწაულზე ყველა ნათესავი ერთმანეთს ხვდება, მათ შორის ისინიც, ვინც თვეობით არ უნახავთ: ყველა მუსლიმი ეპატიჟება სტუმრებს და თავად სტუმრობს სხვებს

ურაზა-ბაირამი - ეს არის მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის, სიყვარული, მიტევებისა და ძმობის დღესასწაული

11/15
© AFP 2024 / Tauseef Mustafa
გოგონა იდ-ალ-ფიტრის აღნიშვნის დაწყებამდე შრინაგარში

დღესასწაულის შემდეგ იწყება ჰაჯუსთვის მზადება - მექას და მედინას მოლოცვა

13/15
© AP Photo / Muhammad Sajjad
პაკისტანელი ბიჭი დღესასწაულის დაწყებამდე წესრიგდება

14/15
© AFP 2024 / Chaideer Mahyuddin
დღესასწაული ოფიციალურად არასამაუშაო დღეა ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მუსლიმია

15/15
© AP Photo / Khalid Mohammed
ქალი დღესასწაულზე ტკბილეულს არიგებს ბაღდადში