Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ცნობილი ქართველი ქალბატონების მდიდარი ქმრები: ვინ რა ქონებას ფლობს?

© Instagram / tikapatsatsiaთიკა ფაცაცია მეუღლესთან ერთად
თიკა ფაცაცია მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაიცანით ცნობილი ქართველი ქალების ნაკლებადცნობილი, ბიზნესმენი მეუღლეები.

ტრადიციული შეხედულებების თანახმად, ქალი და კაცი ოჯახში სხვადასხვა როლს ითავსებენ. მამაკაცი- მონადირე და სახლის ამშენებელია, ხოლო ქალბატონი ოჯახური კერის დამცველი. წლების წინ ამ გზიდან ერთეულები გადადიოდნენ, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.

მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
ახალგაზრდები და ცნობილები: ყველაზე ლამაზი ქართველი დედიკოები

21-ე საუკუნეში, ურთიერთობა, რომელშიც ქალი დომინირებს დიდი ხანია, რაც საზოგადოების გაკვირვებას აღარ იწვევს. მამაკაცებს, ძლიერი და შემდგარი ქალბატონები ხშირ შემთხვევაში არ მოსწონთ. საინტერესოა, ცნობილი ქართველი ქალბატონების მეუღლეები მათ ჩრდილქვეშ მოექცნენ თუ წყვილების წარმატება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს?

თიკა ფაცაცია- უმშვენიერეს მომღერალ და ტელეწამყვან თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკა, დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არც ფა­ცა­ცი­ას უყ­ვარს სა­უ­ბა­რი. მათი ოჯა­ხი მრა­ვა­ლი წლის წინ შე­იქ­მნა, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა მო­დე­ლობ­და. და­ვით ან­თე­ლი­ძე მა­შინ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, პი­რა­დად გა­ეც­ნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ- უფ­რო­სი თვრა­მე­ტი წლი­საა, უმ­ცრო­სი − ხუ­თის. ტელეწამყვანი, აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე ანიჭებს. 

დიანა ჯოჯუა - თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ჟურნალისტია. ათ წელიწადზე მეტია, ტელეარხ Rustavi 2- ზე საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანია. საზოგადოებას თავი დამახასიათებელი ხმის ტემბრითა და ამბის განსაკუთრებული გადმოცემის უნარით დაამახსოვრა. ყველას აინტერესებს დიკო ჯოჯუას პირადი ცხოვრება კამერების მიღმა. მისი რჩეული ნიკა რა­მიშ­ვილ­ია.

წლების მანძილზე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში მუ­შა­ობ­და და საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თა­ნამ­დე­ბო­ბები ეკავა. ბიზნესმენი ნიკა რამიშვილი 2013 წელს სადაზღვევო კომპანია "არ­ქი­მე­დეს გლო­ბალ ჯორ­ჯი­ა­ს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო. მოგვიანებით, ფინანსური პრობლემების გამო კომპანია გაკოტრდა. ქორწინებიდან კი, წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს.

ნინი ნებიერიძე - ცნობილი ქართველი მოდელი, ქსელის „CHAOS”- ის და ბარ „Lolita”-ს დამფუძნებელია. მისი პირადი ცხოვრება ხმაურითა და საზოგადოების განუწყვეტელი ინტერესითაა მოცული. ნინის რჩეული მილიონერი - თემურ უგულავაა. 23 წლის მოდელისა და 52 წლის ბიზნესმენის ქორწინებას მრავალი ჭორ-სიმართლითაა მოცული.

ეს თემურ უგულავასთვის მესამე ქორწინებაა, მას ხშირად ქართველ მექალთანედ მოიხსენიებენ. პირველი ქორწინებიდან თემურს ორი შვილი ჰყავს, მეორე ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. ნინის და თემურ უგულავას თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი: ვაჟი და სულ ახლახანს გოგონა შეეძინათ, რომელსაც კრეატიული სახელი ტოკიო დაარქვეს.

მარიამ ვაშაძე - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო გამოშვების „მოამბეს“ წამყვანია. მისი მეუღლე ვანიკო ბენიძეა, რომელიც წლების განმავლობაში ყველაზე მდიდარ და სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. ვანიკო ბენიძის მამას, პრესაში მოიხსენიებენ, როგორც ბენზინის მაგნატს. სასურველი სასიძო წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. ჟურნალისტი მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ვანიკოსთან წლების განმავლობაში მეგობრობდა და თავადაც არ იცის, ეს ურთიერთობა სიყვარულში როგორ გადაიზარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0