საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსლიმთა უდიდეს დღესასწაულს წინ უძღვის რამადანის თვე, რა დროსაც მორწმუნეები მარხვასა და განსაკუთრებულ წესებს იცავენ.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამს, ერთთვიანი მარხვის დასასრულს აღნიშნავს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში მდებარე ჯუმა მეჩეთიდან მიულოცა.

„მათთვის ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული და მგონი მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მათთან ერთად არის ამ დღესასწაულის მისალოცად. მიმაჩნია, ჩემი მოვალეობაა აქ მოვიდე და ჩვენ მოქალაქეებთან ერთადაც მივულოცო მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია. ჩვენი ერთობლივი მიღწევა არის, რომ საქართველო არის შემწყნარებლობის ქვეყანა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა და მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ალაჰმა მუსლიმებს წმინდა წიგნი ყურანი სწორედ ამ პერიოდში გაუგზავნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0