საქართველოში სან-დიეგოს უნივერსიტეტის ამერიკულ ბაკალავრიატს პირველი გამოშვება ჰყავს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე საქართველოში 600-მდე სტუდენტი სწავლობს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. რუსთაველის თეატრში საქართველოში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ცერემონია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

უნივერსიტეტის 55 კურსდამთავრებულს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი გადაეცა კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის და ქიმია-ბიოქიმიის დარგში.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„ეს არის დიდი მიღწევა, რომ მოგეცათ საშუალება, თქვენს ქვეყანაში... შეძელით მიგეღოთ ის განათლება, რომლისთვისაც აქამდე ქვეყნიდან გასვლა იყო საჭირო... მადლობას მოვახსენებ ჩვენს პარტნიორებს ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამების საქართველოში განხორციელება ეკონომიკაში ჩადებული და მომავალზე გათვლილი სერიოზული ინვესტიციაა.

ამჟამად უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე საქართველოში 600-მდე სტუდენტი სწავლობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0