თუ თქვენ არ მიდიხართ კინოში, კინო მოდის თქვენთან - დაიწყო უჩვეულო პროექტი

© photo: Cinemabus Georgia / FBპროექტი Cinemabus - კინოთეატრი ბორბლებზე
პროექტი Cinemabus - კინოთეატრი ბორბლებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაყურებელს შესთავაზებენ ქართულ ფილმებს, უცხოურ ბლოკბასტერებს და 2018-2019 წლების უახლეს ფილმებს

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თუ თქვენ არ მიდიხართ კინოში, კინო მოდის თქვენთან - ასე გადაწყვიტეს უჩვეულო პროექტ Cinemabus-ის ავტორებმა, რომლებიც საქართველოს რეგიონებში მოგზაურობენ და უჩვენებენ ფილმებს იმ ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობას, სადაც კინოთეატრები არ არის.

ქართულმა ფილმმა გეი-წყვილის სიყვარულზე კანში ფურორი მოახდინა >>

ასეთი უჩვეულო პროექტის ავტორია სამი ორგანიზაცია - პორტალები Adjaranet და Cinemania, ასევე ბანკი Finca.

„იდეა ძალიან მარტივია: საქართველოში, თბილისის გარდა, ფაქტობრივად, არსად არ არის კინოთეატრი. ამიტომ გადავწყვიტეთ გვეყიდა ეს პატარა ავტობუსი, აგვეღჭურვა ის ყველა იმ აპარატურით, რომელიც საჭირო იყო კინოჩვენებების მოსაწყობად და მოგვევლო საქართველოში ფაქტიურად ყველა რეგიონი“, - აცხადებს სულხან ლაცაბიძე, Adjaranet-ის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

Cinemabus-ი კინომანებს ღია ცის ქვეშ საღამოს სეანსებზე იწვევს. პროგრამაშია ქართული ფილმები, უცხოური ბლოკბასტერები და 2018-2019 წლების უახლესი ფილმები, ქართული გახმოვანებით.

კინოდარბაზი - Sputnik საქართველო
სანქტ-პეტერბურგი „ქართული კინოს დღეებს" უმასპინძლებს

კინოსეანსებზე დასწრება უფასოა. მაყურებლის განკარგულებაშია მოხერხებული სავარძელი და სასიამოვნო ანტურაჟი. პროექტის ფარგლებში სტუმრებს ასევე თემატური ქვიზები (ვიქტორინები“ და პრიზების გათამაშებები ელოდება.

პროექტი, რომელიც ექვს თვეს გასტანს, დაიწყო კახეთის რეგიონით, კერძოდ კი საგარეჯოთი. მეორე პუნქტია გურჯაანი.

„ყველა დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა ამ მოვლენას. ამიტომ ჩენ ვფიქრობთ, რომ თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარგ, სასიამოვნო და სანახაობრივ საღამოებს შევქმნით“, - განაცხადა პროექტ Cinemabus-ის მენეჯერმა თორნიკე თავხელიძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0