„მგზავრები" თბილისში სოლო-კონცერტს გამართავს

© courtesy of Mgzavrebi Bandჯგუფი "მგზავრები"
ჯგუფი მგზავრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსები თბილისში შეასრულებენ ახალ კომპოზიციებს Rambo, Damina, Velvet, Ananke, Ero, Vatman და ა.შ.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. პოპულარული ქართული ფოლკ-ჯგუფი „მგზავრები" ქართველ მსმენელს 2019 წლის 8 ივნისს სოლო-კონცერტით გაახარებს – მუსიკოსები შეასრულებენ როგორც ძველ ჰიტებს, ისე სიმღერებს ახალი ალბომიდან GEO.

„მგზავრების" კონცერტი თბილისის ყოფილი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ყველაზე დიდ პავილიონის ტერიტორიაზე 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ონლაინ შეძენა უკვე შესაძლებელია.

„ეს ჯგუფის რიგით მეშვიდე ფირფიტაა, მაგრამ მუსიკოსები მას წინა ალბომებიდან გამოარჩევენ და აღნიშნავენ, რომ GEO უფრო გაბედული და უფრო ემოციური მუსიკალური ნამუშევარია. მსმენელმა კი ალბომი უკვე შეადარა „ოკეანესთან შეხვედრას, რომელშიც სურვილი გაქვს შეხვიდე და ჩაიძირო", – ნათქვამია კონცერტის ორგანიზატორების განცხადებაში.

ჯგუფი „მგზავრები - Sputnik საქართველო
ჯგუფი „მგზავრები" მოსკოვის ყველაზე დიდ კლუბში კონცერტს გამართავს

ინტერნეტში უკვე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა GEO ალბომიდან ისეთმა კომპოზიციებმა, როგორიცაა Rambo, Damina, Velvet, Ananke, Ero და Vatman.

ჯგუფი „მგზავრები" 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი „მე მოვიგონე", რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა.

მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია და იგი ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია. 2016 წლის თებერვალში ჯგუფმა „მგზავრები" რუსული პრემია Чартова Дюжина მიიღო — ქართველმა მუსიკოსებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში Взлом.

მუსიკოსები აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთის, უკრაინის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

ყველა ახალი ამბავი
0