დედოფლისწყაროში 82 წლის პედაგოგი მეშვიდეკლასელს სექსუალურ ლტოლვაში გამოუტყდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო-პოლიცია
საპატრულო-პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მე-7 კლასელი გოგონა იძულებული გახდა, ჩაეწერა პედაგოგთან საუბარი და წარედგინა ის სკოლის ადმინისტრაციისთვის, ვინაიდან მანამდე ადმინისტრაციამ მოსწავლის ნათქვამი არ დაიჯერა.

თბილისი, 3 ივნისი  — Sputnik. დედოფლისწყაროს რაიონის ერთ−ერთი სკოლის ისტორიის პედაგოგი თავის 13 წლის მოსწავლე გოგონას სექსუალურ ლტოლვაში გამოუტყდა და ურთიერთობის დაწყება მოსთხოვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, მე-7 კლასელი გოგონა იძულებული გახდა, ჩაეწერა პედაგოგთან საუბარი და წარედგინა ის სკოლის ადმინისტრაციისთვის, ვინაიდან მანამდე ადმინისტრაციამ მოსწავლის ნათქვამი არ დაიჯერა.

სკოლის აღსაზრდელის ნათქვამისადმი უნდობლობა, როგორც ჩანს, მასწავლებლისასაკმა გამოიწვია: პედაგოგი 82 წლის გახლავთ.  

საუბრის ჩაწერა 27 მაისს მოხდა, როდესაც მოხუცმა მასწავლებელმა მეშვიდეკლასელი გოგო სკოლის ტერიტორიაზე დაიბარა და გამოუტყდა, რომ მის მიმართ სექსუალური ლტოლვა აქვს.

გარდა ამისა, მან მოზარდს ისიც გაანდო, რომ ასეთივე ლტოლვა წლების წინ სხვა გოგოს მიმართაც ჰქონდა, რომელიც ასევე მეშვიდეკლასელი იყო. პედაგოგის მტკიცებით, მას იმ  მოსწავლესთან ურთიერთობა ჰქონდა.

ტელეკომპანიას ფაქტი შსს-მ დაუდასტურა. გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ტელეარხის ცნობით, მოსწავლე, მისი მშობლები, ასევე უშუალოდ პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0