Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქართველი სელებრითების გახდომის საიდუმლოებები – ვარსკვლავური დიეტები

© photo: Nanuka Zhorzholiani's Show / FBნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უბრალო დიეტის ზეიმად გარდაქმნა მარტივია, თუ ქართველ სელებრითებს მიბაძავთ და ენერგიას არ დაიშურებთ. ვნახოთ, ვინ რა მეთოდით მოიცილა არასასურველი კილოგრამები და რა შედეგი მიიღო.

მხოლოდ მწვანე სალათითა და ხილის ასორტიმენტით გახდომა მოსაწყენია. როგორ მოგწონთ ასეთი ხერხი: ღომი, კუპატი, ნაყინი, შოკოლადის ტორტი და შუადღის მერე ჭამაზე უარის თქმა? უცნაურია, მაგრამ ქართველი ვარსკვლავები ასეთ მეთოდებსაც მიმართავენ ჭარბი წონის დასაკლებად.

დიდი თუ პატარა, ახალგაზრდა თუ მოხუცი ყველა იცნობს ბაჩო ქაჯაიას სერიალიდან „შუა ქალაქში“, რომელიც „დედიკოს ბუშტის“ ლაშიკოს პერსონაჟს განასახიერებდა. ბევრს შეუყვარდა ლაშიკო – მოსუქებული და ჭამის მოყვარული ბიჭი, მაგრამ ჭარბმა წონამ მალე იმოქმედა მსახიობის ჯანმრთელობაზე. 17 წლის ასაკში ერთ-ერთ თეატრში კასტინგზე მისული 110 კილოგრამს იწონიდა და როლზე არ დაამტკიცეს. იხსენებს, რომ 50 კილოს დაკლების შემდეგ ადამიანები ვერ ცნობენ. თაყვანისმცემლებს მოუწოდებს ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვან, ნატურალური საკვები მიირთვან და ივარჯიშონ.

„ერთხელ თუ დაიწყებთ, „ჩაგითრევთ“ და ჯანსაღ ცხოვრებაზე დამოკიდებული გახდებით“, – ამბობს ვარსკვლავი.

რეჟიმით იკვებება, უარს ამბობს ტკბილეულსა და მარილიან საკვებზე, ინტენსიურად ვარჯიშობს და ამის შედეგად 110 კილოდან ეტაპობრივად 60 კილომდე ჩამოინაცვლა.

ნანუკა გულუა - პროფესიით ჟურნალისტი, ამჟამად ახალბედა დიზაინერი და მსახიობი. ფართო საზოგადოებამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან“ დოჩი ალიშბაიას პერსონაჟით გაიცნო. მისი ფრაზები და მანერები თბილისში ბევრმა აიტაცა. სულ რამდენიმე წლის წინ ნანუკა გულუას წონა 100 კილოგრამს აღემატებოდა. ცნობილი სახე ისხენებს: „100 კილოზე მეტი ვიყავი და დიეტა მსტრესავდა. წონა ას კილოგრამს რომ გადასცდა, მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. თავად მოვიფიქრე, რა არ დამსტრესავდა: დილიდან 3 საათამდე ვჭამდი ყველაფერს (ღომს, კუპატს, ნაყინს, ნამცხვარს…) და 3 საათის შემდეგ მხოლოდ წყალს ვსვამდი. ასე გავატარე 2 წელი და 30 კილო დავიკელი. მერე სხვადასხვაგვარ დიეტას მივმართე და 20 კილო ჩამოვიშორე".

თუ წონის დასაკლებად მოტივაცია გჭირდებათ, ნანუკა ჟორჟოლიანის ტრანსფორმაცია დაგეხმარებათ. სოციალურ ქსელის მომხმარებლებს პირდაპირი ჩართვების გარშემო აერთიანებს და ცდილობს მათ ყველაფერი გაუზიაროს. დიდი ხანია, რაც სიგარეტს არ ეწევა, მისი დილა 9 საათზე საუზმით იწყება, რომელიც ყავისგან, ყველისა და უსაფუარო პურისგან შედგება და დღე ფიტნეს-კლუბში ვარჯიშით გრძელდება. გთავაზობთ ნანუკას Facebook-ის პოსტს, სადაც პროცესს დეტალურად გაეცნობით და დღესვე ენერგიით აღსავსე სავარჯიშოდ გაეშურებით.

ნიკა გვარამია ქართული მედიასივრცის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წარმომადგენელია. ტელეარხ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა 2 წელიწადში 25 კილოგრამი დაიკლო. რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება დაწერა. მისი მთავარი მესიჯია – რამდენჯერაც მოგშივდებათ, იმდენჯერ იკვებეთ, ნუ მიიყვანთ თავს შიმშილამდე. ნიკას რეკომენდაციით, მთავარია რაციონში ცილა დომინირებდეს.

 „დიეტის მანძილზე არანაირი შაქარი, ხილი, ცომეული და ბურღულეული, არანაირი ალკოჰოლი“, - წერს ნიკა გვარამია.

მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორ-შემსრულებლის გარდასახვამ, რომელიც მუდამ ანებივრებს მსმენელს რეპერტუარით, ყველა გააოცა. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ინტერესის გამო მაიკომ შექმნა გვერდი „კაჭოს ჭკვიანი კვება“, სადაც უამრავი ფუმფულა გაერთიანდა. მაიკო ჭარბწონიან ადამიანებს დაბალანსებული საკვების რაციონს სთავაზობს, რომელშიც ზედმეტი კალორიები არ შედის. კომპოზიტორი ყოველდღე აზიარებს მომხმარებლების ფოტოებს, რომლებმაც ინდივიდუალურად შექმნილი რაციონით საგრძნობლად დაიკლეს. თუ გადახედავთ მის სოციალურ ქსელს, ამაში თავად დარწმუნდებით.

ოთარ ტატიშვილმა შთამბეჭდავ შედეგს დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისყოფითა და დიდი მონდომებით ყველაზე რთული დიეტაც კი სასიამოვნო ხდება. ექიმი და ტელეწამყვანი სტუდენტობის პერიოდიდან იმატებდა წონაში. სერიალ „შუა ქალაქში“ გადაღების დროს ოთარი 123 კილოგრამს იწონიდა. ამ ეტაპზე 42 კილოგრამი დაიკლო. მსახიობის დიეტა 4 კვირა გრძელდება და თუ დიეტას არ დაარღვევთ, 1 თვეში 8-დან 12 კილოგრამამდე დაიკლებთ.

გთავაზობთ ოთარ ტატიშვილის დიეტას:

პირველი დღე - საუზმე და სადილი 1 ლიტრი რძე მთელი დღის მანძილზე; ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100 გ შავი პური;

მეორე დღე - ცილებს დიდი ყურადღება ენიჭება, კონკრეტულად კი დღის რაციონი შეიცავს შავ პურს, კარაქს, თაფლს, უშაქრო ყავას, თეთრ ხორცს, ბულიონს მწვანილისა და ბოსტნეულის გარეშე, ჰოლანდიური ყველი, ხოლო ვახშამზე უნდა მიირთვათ 2 მოხარშული კვერცხი;

მესამე დღე - ბოსტნეულისა და ხილის მოყვარულებს მესამე დღე მოეწონებათ, რადგან მენიუ საუზმეზე შეიცავს 2 ვაშლს, ფორთოხალს ან 2 ატამს, სადილზე – ბოსტნეულის წვნიანს (მოხარშული, გახეხილი ან დაჭრილი ბოსტნეული 1 ს/კ ზეთით), 2 მოხარშულ კარტოფილს და 200 გ მოხარშულ ბარდას, ვახშამი – 3 პომიდვრისა და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ), 1 ჭიქა ჩაი 1 ჩ/კ თაფლით;

მეოთხე დღე განსაკუთრებულია: საუზმე – ყავა რძით (უშაქრო) + 100 გ ჰოლანდიური ყველი, სადილი – 100 გ ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქონლის ხორცი მოხარშული +100 გ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი, ვახშამი – 1 ჭიქა კეფირი;

ოდრი ჰეპბერნი - Sputnik საქართველო
ოდრი ჰეპბერნის დიეტა — ნატიფი აღნაგობის მარტივი საიდუმლო

მეხუთე დღეს ისევ ცილებს უბრუნდებით და იმეორებთ მეორე დღის მენიუს;

მეექვსე დღეს იმარაგებთ ბოსტნეულსა და ხილს და უბრუნდებით მესამე დღეს;

მეშვიდე დღე - საუზმე – ყავა რძით (უშაქრო) + 100 გ ჰოლანდიური ყველი, სადილი – 100 გ ლორი ან თევზი, ან ქათამი, ან საქონლის მოხარშული ხორცი + 100 გ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი, ვახშამი – 1 ჭიქა კეფირი

მერვე კვირას მორალური შემზადებაც დაგჭირდებათ, კონკრეტულად კი ორშაბათი 1.5 კგ ვაშლი; სამშაბათი – 1.5 კგ მოხარშული ქათამი; ოთხშაბათი – 1.5 კგ კიტრი/პომიდორი; ხუთშაბათი – 1 კგ მოხარშული ხორცი; პარასკევი – 0.5 კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი; შაბათი – 1 ლ კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული თევზი; კვირა – 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1 კგ ჰოლანდიური ყველი;

მეცხრე კვირა წონის შენარჩუნების დღეები - 2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა); 2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე; 5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

ოთარ ტატიშვილის რეკომენდაციით დიეტა უმჯობესია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ. საყურადღებოა, რომ დღეში 4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება. გახდომისას კანი იკუმშება და ცხიმის უჯრედები იწვება.

ყველა ახალი ამბავი
0