24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგული შვილისა და დედის ემოციური შეხვედრა – ამაღელვებელი ვიდეო

© photo: სენაკის ქრონიკა / FB24 წლის წინ დაკარგული შვილისა და დედის შეხვედრა
24 წლის წინ დაკარგული შვილისა და დედის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგული შვილი დედასთან ჩავიდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში „სენაკის ქრონიკა“ ავრცელებს.

სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ბუცხრიკიძე წერს, რომ ბიჭი, სახელად დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, როდესაც 7-8 წლის იყო. სალომეს მამა შემთხვევით წააწყდა ბათუმში და ოჯახში წაიყვანა.

„დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა, როცა მამამ იპოვა. შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები", – წერს სალომე ბუცხრიკიძე.

მისი თქმით, ნამდვილი ოჯახის ძებნა დათოს არასდროს შეუწყვეტია. წლების შემდეგ მოხდა სასწაული და მან სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი.

 

ყველა ახალი ამბავი
0