მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის ვიზის მისაღებად სოციალური ქსელის აკაუნტის წარდგენა გახდა საჭირო

© photo: Sputnik / Sergei Kirkachშენგენის ვიზა
შენგენის ვიზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზის მისაღებად შესავსებ განაცხადში შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ სოციალური ქსელებით არ სარგებლობთ, მაგრამ ტყუილის შემთხვევაში ამას „სერიოზული საიმიგრაციო შედეგები მოყვება“

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. აშშ-ის ვიზის მიღების მსურველებმა ამიერიდან განაცხადში სოციალური ქსელების საკუთარი აკაუნტების სახელები უნდა მიუთითონ, განუცხადა РИА Новости-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა განაახლა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზების მისაღებად განაცხადების ბლანკები, რათა ამერიკული ვიზის მოპოვების მსურველებისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის იდენტიფიკატორების შესახებ სოციალურ ქსელებში“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მან კონკრეტული თარიღი არ დაასახელა, თუმცა, გამოცემა Hill-ის ინფორმაციით, წესები ძალაში 31 მაისს შევიდა.

პოლიცია ბარსელონაში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები ბარსელონაში მიტოვებული შენობიდან კვლავ გამოასახლეს

„ვიზის მოპოვების მსურველთაგან ამ დამატებითი ინფორმაციის მიღება ამ განმცხადებლების შემოწმების და მათი იდენტიფიცირების პროცესს სრულყოფს“, - აღნიშნა უწყების წარმომადგენელმა.

მან ასევე განმარტა, რომ ეს ინიციატივა გაჩნდა ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებაში აშშ-ში შესვლის მსურველთა შემოწმების გამკაცრების შესახებ.

Hill-ი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ განცხადებაში არსებობს შესაძლებლობა მიეთითოს, რომ განმცხადებელი სოციალური ქსელებით არ სარგებლობს, მაგრამ ტყუილის შემთხვევაში ამას „სერიოზული საიმიგრაციო შედეგები მოყვება“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის წესებს ამკაცრებს >>

ჩინოვნიკის თქმით, ეს ღონისძიებები მიმართულია „ტერორისტთა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეების და სხვა საშიში პირების გამოვლენაზე“, რათა ქვეყანაში მათი შესვლა არ დაუშვან.

ყველა ახალი ამბავი
0