შსს–მ 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა - ვიდეო

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინარკოტიკების განადგურება
ნარკოტიკების განადგურება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით,  სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია.

დაკავება - Sputnik საქართველო
ნარკოტიკების სამალავი ბათუმის სხვადასხვა უბნებში: აჭარაში 23 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბი „სუბუტექსი“, „კოდეინის“ შემცველი 590 აბი, 38,471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18,21 გრამი „მდმა“, 170 აბი „ტრამადოლი“ გაანადგურა. ასევე დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

უწყების ცნობით, ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ყველა ახალი ამბავი
0